თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home ბლოგი

სახალხო დამცველის განცხადება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობასთან დაკავშირებით

სახალხო დამცველის განცხადება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობასთან დაკავშირებით
Share on FacebookShare on Twitter

სახალხო დამცველი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობით უზრუნველყოფის საკითხს 2026 წლის 8 აპრილის მომართვის საფუძველზე,  როგორც არასრულწლოვანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვის, ისე გამოხატვის თავისუფლების ჭრილში სწავლობს.

სახალხო დამცველი აქტიურად მუშაობს შშმ პირთა, მათ შორის ბავშვთა ჯანდაცვის უფლების რეალიზებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამ კუთხით აპარატის მიგნებები პერიოდულად აისახება, როგორც სახალხო დამცველის საპარლამენტო, ასევე სპეციალურ ანგარიშებში.

სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს შშმ პირთა და ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების დაცვის მნიშვნელობასა და ჯანდაცვის პოლიტიკისა და სერვისების დაგეგმვის პროცესში ინდივიდუალური მიდგომების და გონივრული მისადაგების პრინციპის პრაქტიკული დანერგვის აუცილებლობაზე.

შშმ პირთა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებული გამოწვევების უკეთ იდენტიფიცირებისთვის და ამ გამოწვევების მოგვარების ხელშეწყობის მიზნით, სახალხო დამცველი მუშაობს სპეციალურ ანგარიშზე. კვლევის ერთ-ერთი ფოკუსი სწორედ მედიკამენტების მისაწვდომობის კუთხით არსებულ გამოწვევებს უკავშირდება, მათ შორის, როგორიცაა იშვიათი გენეტიკური დაავადების — დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით აუცილებელი მედიკამენტების მისაწვდომობა.

სახალხო დამცველი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაბამის მექანიზმს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების რეალიზების ხელშესაწყობად.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი ეხმიანება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის მანდატთან დაკავშირებით. 2014 წლის 27 ოქტომბერს, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და განხორციელების მონიტორინგის სტრუქტურად საქართველოს სახალხო დამცველი დასახელდა. ამ ფუნქციას სახალხო დამცველი, აპარატთან ერთად, შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს ჩართულობით ახორციელებს.[1]

უნდა აღინიშნოს, რომ შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის დღის წესრიგი დგება თავად მოწვეული წევრების მიერ მოწოდებული პრიორიტეტებისა და საკითხების შესაბამისად. საბჭოს სხდომაზე განხილული საკითხების ჩამონათვალი, რაც მოწოდებული იქნა საბჭოს მოწვეული წევრების მხრიდან და იქნა განხილული სხდომის დროს, მოცემულია სხდომის შემდგომ საჯაროდ გავრცელებულ რელიზებში. ბოლო სხდომის ფარგლებში განხილული საკითხები, რომელიც გაიმართა 2025 წლის  24-25 დეკემბერს, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.ombudsman.ge/geo/190308061724siakhleebi/sakhalkho-damtsveltan-arsebuli-shezghuduli-shesadzleblobis-mkone-pirta-uflebebis-konventsiis-popularizatsiis-datsvisa-da-implementatsiis-monitoringis-sakonsultatsio-sabchos-skhdoma  

მორიგი სხდომა დაგეგმილია 2026 წლის 21 აპრილს. საბჭოს მოწვეული წევრების მიერ მოწოდებული და სახალხო დამცველის მანდატში შემავალი არც ერთი საკითხის განხილვაზე, სახალხო დამცველს არასდროს უთქვამს უარი.

სახალხო დამცველი ითვალისწინებს საბჭოს მოწვეული წევრების მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს თავის საქმიანობაში. სწორედ საკონსულტაციო საბჭოს მიერ დასახული პრიორიტეტების ფარგლებში, აპარატის მიერ დაგეგმილ სხვა აქტივობებთან ერთად, სახალხო დამცველი მუშაობს შშმ პირთა ჯანდაცვის მისაწვდომობაზე (მზადდება სპეციალური ანგარიში), შშმ პირთათვის ფიზიკური გარემოს მისაწვდომობაზე (ვიზიტი განხორციელდა 78 ახლადაშენებულ და მშენებარე ობიექტზე მთელი ქვეყნის მასშტაბით — მზადდება ანგარიში),  შეფასდა და საპარლამენტო ანგარიშში აისახა პერსონალური ასისტენტის მომსახურების განხორციელების მდგომარეობა, შშმ პირთა მიზნობრივ სერვისებში არსებული პრობლემები, შშმ პირთა მონაწილეობის საკითხი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით სახალხო დამცველი, როგორც პრევენციის ეროვნული მექანიზმი, ყოველწლიურად ახორციელებს შესაბამისი დაწესებულებების მონიტორინგს, თუმცა შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის მანდატის გაძლიერების მიზნით, აპარატმა, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტის ჩართულობით მოამზადა ფსიქიატრიული სტაციონარული დაწესებულებების მონიტორინგის შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციაზე დაფუძნებული მეთოდოლოგია. ასევე, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მართლმსაჯულებაზე წვდომის შეფასებისა და აქ არსებული კონკრეტული გამოწვევების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის ხელშეწყობის მიზნით, სახალხო დამცველმა განახორციელა შესაბამისი მონიტორინგი ქვეყნის ყველა სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში (მზადდება ანგარიში).

ასევე გაცნობებთ, რომ მექანიზმის შემადგენლობაში არსებულმა მონიტორინგის ჯგუფმა, მრავალი წელია რაც განიცადა ცვლილება. ექსპერტების შერჩევა, ხდება ყოველ 2 წელიწადში, ღია კონკურსის გზით, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში, სადაც ცალკეა გამოყოფილი შშმ პირთა უფლებრივი მიმართულება. საკონსულტაციო საბჭოსა და აპარატის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, ხდება მონიტორინგის პროცესში ექსპერტების ჩართვა, შედეგად მზადდება მონიტორინგის ანგარიშები, რომელიც ყოველწლიურად ქვეყნდება. 


[1] შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს დებულება    https://www.ombudsman.ge/geo/mekanizmis-shesakheb

Related Posts

გივი მიქანაძე: სასკოლო ფორმა ხელს უწყობს  სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს
ბლოგი

გივი მიქანაძე: სასკოლო ფორმა ხელს უწყობს  სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს

1 июня, 2026
გივი მიქანაძე: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება — ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა  და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა‘‘
ბლოგი

გივი მიქანაძე: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება — ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა  და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა‘‘

31 мая, 2026
26 მაისი მცხეთაში: ისტორიული დედაქალაქი დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი პროგრამითა და შემეცნებითი სივრცეებით ხვდება
ბლოგი

26 მაისი მცხეთაში: ისტორიული დედაქალაქი დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი პროგრამითა და შემეცნებითი სივრცეებით ხვდება

28 мая, 2026
სამედიცინო გზამკვლევი
ბლოგი

სამედიცინო გზამკვლევი

28 мая, 2026
შეხვედრა ახალგაზრდებთან ადიგენში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
ბლოგი

შეხვედრა ახალგაზრდებთან ადიგენში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

23 мая, 2026
საქართველოს ღვინის სექტორის გაძლიერება ტრენერთა ტრენინგის პროგრამის მეშვეობითთბილისი. 21 მაისი. 2026.
ბლოგი

საქართველოს ღვინის სექტორის გაძლიერება ტრენერთა ტრენინგის პროგრამის მეშვეობითთბილისი. 21 მაისი. 2026.

21 мая, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ