თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home ბლოგი

თამთა დევდარიანი: „13 წლის განმავლობაში ერთად ვქმნით უფრო მწვანე, განათლებულ და ძლიერ მომავალს“

თამთა დევდარიანი: „13 წლის განმავლობაში ერთად ვქმნით უფრო მწვანე, განათლებულ და ძლიერ მომავალს“
Share on FacebookShare on Twitter

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი უკვე 13 წელია გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობის, ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიმართულებით მნიშვნელოვან საქმიანობას ახორციელებს. ცენტრის დირექტორის, თამთა დევდარიანის განცხადებით, საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში ცენტრს განსაკუთრებული როლი აქვს.

„ჩვენი საქმიანობა ეფუძნება ორჰუსის კონვენციის პრინციპებს, რაც გულისხმობს გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობასა და მართლმსაჯულებაზე წვდომას. ჩვენი ქვეყანა კონვენციით დაკისრებულ ვალდებულებებს უკვე ათეულ წელზე ღირსეულად უმკლავდება“, — აცხადებს თამთა დევდარიანი.

ცენტრი აქტიურად მუშაობს როგორც გარემოსდაცვით, ისე აგრარულ მიმართულებებზე და ჩართულია მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების პროცესში. მათ შორისაა კლიმატის ადაპტაციის ეროვნული გეგმა, ბიომრავალფეროვნების დაცვის ეროვნული სტრატეგია და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების მიმართულებები.

თამთა დევდარიანის შეფასებით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დეფიციტურ პროფესიებს, აგრარულ და გარემოსდაცვით სფეროებში ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას, ასევე, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის მხარდაჭერას. ცენტრის საქმიანობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება და მოიცავს რეგიონებს, მაღალმთიან დასახლებებს, შშმ პირებს, ახალგაზრდებსა და ყველა ასაკის მოქალაქეებს.

„ქვეყანის განვითარებაში დიდი წვლილი სწორედ ახალგაზრდებს შეაქვთ. ჩვენ კი ვცდილობთ, მათი ჩართულობა კიდევ უფრო გავზარდოთ. ახალგაზრდებს აქვთ ძალა, შექმნან ის მომავალი, რომელიც ქვეყნის პოტენციალს კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს“, — აღნიშნავს თამთა დევდარიანი.

ცენტრი საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებითაც აქტიურია. პარტნიორობა სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის უნგრეთი, პორტუგალია, ავსტრია და სხვა, ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება, შემდეგ კი ეს ცოდნა საქართველოში გამოიყენონ.

თამთა დევდარიანის განცხადებით, გასული 13 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებისთვის. სამომავლოდ, პრიორიტეტად რჩება ცნობიერების ამაღლების გაძლიერება, სკოლებისა და ბაღების მოსწავლეების კიდევ უფრო ფართო ჩართულობა და ახალგაზრდული პროგრამების მხარდაჭერა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რეგიონში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, იცოდნენ საკუთარი რეგიონის პოტენციალი და სწორად განსაზღვროს საკუთარი პროფესიული გზა და მომავალი.

Related Posts

„ოენო“-ს ახალი კონკურსი: „იშვიათი ჯიში, იშვიათი ღვინო“ (Rare Vine & Wine) — მივიწყებული გემოების აღორძინება და საერთაშორისო შანსი
ბლოგი

„ოენო“-ს ახალი კონკურსი: „იშვიათი ჯიში, იშვიათი ღვინო“ (Rare Vine & Wine) — მივიწყებული გემოების აღორძინება და საერთაშორისო შანსი

21 ноября, 2026
საავტომობილო საწვავის 111 სინჯიდან დარღვევა მხოლოდ 14-ში გამოვლინდა
ბიზნესი

საავტომობილო საწვავის 111 სინჯიდან დარღვევა მხოლოდ 14-ში გამოვლინდა

18 ноября, 2026
საქართველოს პარლამენტში 2023-2026 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღება გაიმართა
გაზეთი

საქართველოს პარლამენტში 2023-2026 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღება გაიმართა

16 ноября, 2026
გივი  მიქანაძე პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის დირექტორს შეხვდა
განათლება

გივი  მიქანაძე პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის დირექტორს შეხვდა

16 ноября, 2026
ხაშურის მერი პაატა ჩადუნელი: “არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია”
ბლოგი

ხაშურის მერი პაატა ჩადუნელი: “არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია”

10 ноября, 2026
ხელოვანი ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ახალციხის ციხეზე — პროექტის „მესხური კვალი: ქალთა შემოქმედებითი ინიციატივა“ დასკვნითი ეტაპი
ბიზნესი

ხელოვანი ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ახალციხის ციხეზე — პროექტის „მესხური კვალი: ქალთა შემოქმედებითი ინიციატივა“ დასკვნითი ეტაპი

6 ноября, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ