თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home ბლოგი

გივი მიქანაძე: სასკოლო ფორმა ხელს უწყობს  სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს

გივი მიქანაძე: სასკოლო ფორმა ხელს უწყობს  სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს
Share on FacebookShare on Twitter

„სასკოლო ფორმა ხელს უწყობს სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს“,-აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ფორმებთან დაკავშირებით გამოცხადებული ბაზრის კვლევის ფარგლებში დაზუსტების პროცედურები მიმდინარეობს – პროცესი რამდენიმე მექანიზმით არის დაცული — არსებობს საბანკო გარანტიების მოთხოვნა, ეტაპობრივი მიწოდების კონტროლი, ხარისხის საექსპერტო შემოწმება და შესაბამისი ადმინისტრაციული მონიტორინგი.  იქედან გამომდინარე, რომ საუბარია ძალიან დიდ მოცულობაზე — 1 მილიონ 800 ათას ტანსაცმლის ერთეულზე — შესყიდვა და მოწოდება ეტაპებად დაიგეგმა.

„ჩვენი მოლოდინია, რომ 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო ფორმით, ხოლო პირველი სემესტრის განმავლობაში ეტაპობრივად მოწოდებულ იქნება ფორმები მეორე-მეექვსე კლასის მოსწავლეებისთვისაც.

ვიმედოვნებთ, რომ ამ პროცესმა ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივი წარმოების განვითარებას. გვინდა, რომ ქართული ბაზარი აქტიურად ჩაერთოს სასკოლო ფორმების წარმოებაში, შეიქმნას კონკურენცია, რაც, ერთი მხრივ, გააუმჯობესებს ხარისხს, ხოლო, მეორე მხრივ, დიზაინს უფრო მრავალფეროვანს და ხელმისაწვდომს გახდის. საბოლოოდ კი, სასკოლო ფორმა უნდა იქცეს არა მხოლოდ სავალდებულო ატრიბუტად, არამედ სკოლის იდენტობისა და კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად“, – აღნიშნა მინისტრმა.

გივი მიქანაძემ პარლამენტის წევრებს ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

საუბარი შეეხო XI კლასში „რეპეტიტორიუმის“ მიდგომის დანერგვას. მინისტრის თქმით, აღნიშნული მოდელი ეფუძნება მოსწავლის ინტერესებსა და პროფესიულ არჩევანს. კერძოდ, საბაზო ცოდნა მოსწავლემ სრულად უნდა მიიღოს საბაზო საფეხურზე, ხოლო X-XI კლასებში უკვე მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს პროფილურ და მისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებზე. სკოლის საშუალო საფეხური და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ერთმანეთთან ისეთ ბმაში უნდა იყოს, რომ მშობელს არ დასჭირდეს დამატებითი რესურსის ხარჯვა მოსწავლის მომზადებაში. უმაღლესში ჩასაბარებელი გამოცდები სრულ თანხვედრაში იქნება იმ პროგრამასთან, რაც სკოლის მე-11 კლასში იქნება შეთავაზებული.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ზოგადი და პროფესიული განათლების უფრო მჭიდრო დაკავშირება. სწორედ ამიტომ, წელს პირველად, აბიტურიენტებს გამოცდებზე რეგისტრაციის დროს მიეცათ შესაძლებლობა, უნივერსიტეტებთან ერთად პარალელურად აერჩიათ პროფესიული კოლეჯებიც. გამოცდების დასრულების შემდეგ კი მათ ექნებათ შესაძლებლობა, უკვე მიღებული შედეგებისა და ინტერესების საფუძველზე მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება, თუ სად გააგრძელებენ სწავლას.

რაც შეეხება XII კლასს, ეს რჩება მოსწავლეებისთვის არჩევით კომპონენტად. ერთი მოსწავლის შემთხვევაშიც კი სკოლაში უზრუნველყოფილი იქნება XII კლასში სწავლება. ამ არჩევანში მოსწავლე და მშობელი არის თავისუფალი.

მინისტრმა ასევე ისაუბრა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერისა და სკოლებისთვის დაფინანსების ახალი მოდელის შეთავაზების მნიშვნელობაზე.

„ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები ბოლო წლებში ეტაპობრივად იზრდება და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენი მიზანია, სკოლაში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს ჰქონდეს ღირსეული სამუშაო გარემო და სტაბილური ანაზღაურება.

მიმდინარეობს სკოლების დაფინანსების ახალი მოდელის პილოტირება, რომელიც გულისხმობს მასწავლებლის დატვირთვის დამატებით შეფასებას და სკოლის განვითარებისთვის საჭირო თანხების მობილიზებას. აღნიშნული მოდელი, ფინანსური რესურსი მიმართული იქნება ინდივიდუალურად როგორც სკოლის, ისე მასწავლებლის დაფინანსების საჭიროებებზე.

რაც შეეხება მასწავლებლებს, 2024 წლიდან დაიწყო ახალი სახელფასო სისტემის დანერგვა, რომელიც გარდამავალ პერიოდს ითვალისწინებს. ახალი მოდელის ფარგლებში ყველა მასწავლებელს აქვს ვალდებულება, დაადასტუროს იმ საგნის კომპეტენცია, რომელსაც ასწავლის ან რომლის სწავლების სურვილიც აქვს. ანაზღაურება კი დაკავშირებულია რეალურ საათობრივ დატვირთვასთან.

პარალელურად, სამინისტრო აქტიურად მუშაობს ახალი კადრების სისტემაში შემოყვანის პოლიტიკაზეც. მათ შორის, მნიშვნელოვანია 60-კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების პროგრამების კურსდამთავრებულთა მობილიზება, სარეზერვო ბაზების შექმნა და ისეთი პროგრამების გაფართოება, როგორიცაა „ასწავლე საქართველოსთვის“. ჩვენი ამოცანაა, ერთი მხრივ, სისტემაში მოვიზიდოთ ახალი თაობის მასწავლებლები, ხოლო, მეორე მხრივ, მოქმედ პედაგოგებს შევუქმნათ მეტი მხარდაჭერისა და განვითარების შესაძლებლობა,“ – განაცხადა გივი მიქანაძემ.

Related Posts

გივი მიქანაძე: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება — ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა  და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა‘‘
ბლოგი

გივი მიქანაძე: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება — ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა  და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა‘‘

31 мая, 2026
26 მაისი მცხეთაში: ისტორიული დედაქალაქი დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი პროგრამითა და შემეცნებითი სივრცეებით ხვდება
ბლოგი

26 მაისი მცხეთაში: ისტორიული დედაქალაქი დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი პროგრამითა და შემეცნებითი სივრცეებით ხვდება

28 мая, 2026
სამედიცინო გზამკვლევი
ბლოგი

სამედიცინო გზამკვლევი

28 мая, 2026
შეხვედრა ახალგაზრდებთან ადიგენში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
ბლოგი

შეხვედრა ახალგაზრდებთან ადიგენში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

23 мая, 2026
საქართველოს ღვინის სექტორის გაძლიერება ტრენერთა ტრენინგის პროგრამის მეშვეობითთბილისი. 21 მაისი. 2026.
ბლოგი

საქართველოს ღვინის სექტორის გაძლიერება ტრენერთა ტრენინგის პროგრამის მეშვეობითთბილისი. 21 მაისი. 2026.

21 мая, 2026
თამთა დევდარიანი: „13 წლის განმავლობაში ერთად ვქმნით უფრო მწვანე, განათლებულ და ძლიერ მომავალს“
ბლოგი

თამთა დევდარიანი: „13 წლის განმავლობაში ერთად ვქმნით უფრო მწვანე, განათლებულ და ძლიერ მომავალს“

15 мая, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ