თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home სიახლეები

მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 77-ე ჩემპიონატის გამარჯვებულები დააჯილდოვა

Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 77-ე ჩემპიონატის გამარჯვებულები დააჯილდოვა. საქართველოს ჩემპიონი გახდა ნინო ბაციაშვილი 7,0 ქულით, რომელიც ამ ტიტულს მესამედ დაეუფლა. მეორე და მესამე ადგილები მერი არაბიძემ (6,5) და ბელა ხოტენაშვილმა (6,5) გაიყვეს.

მიხეილ ჩხენკელი: „ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა. ჩვენს ქვეყანას ძალიან ძვირფასი და მდიდარი საჭადრაკო ტრადიციები აქვს და მიხარია, რომ პანდემიის მიუხედავად, ჭადრაკმა შეინარჩუნა ის სულისკვეთება, რაც საქართველოში სპორტის ამ სახეობას ყოველთვის თან ახლდა.

პანდემიის დღეებში ჭადრაკის ფედერაციამ ძალიან საინტერესო ღონისძიებები ჩაატარა და შემოქმედებითად გამოიყენა ონლაინ სივრცე. ეს მართლაც შესანიშნავი და მისაბაძი მაგალითი იყო სხვა ქვეყნებისთვისაც. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჭადრაკის დიდი როლი ჩვენს უაღრესად მნიშვნელოვან  „ტელესკოლის“ პროექტში. როდესაც პანდემიის გამო სკოლებში საგაკვეთილო პროცესი შეწყდა, ჩვენ შევძელით, შეგვენარჩუნებინა სასწავლო პროცესის უწყვეტობა და ამისთვის  ონლაინ მეთოდები და პროექტი ტელესკოლა გამოვიყენეთ. საჭადრაკო გაკვეთილებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პროექტის წარმატებაში, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ ჭადრაკის როლი სკოლაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ჩვენი სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჭადრაკის გაკვეთილები საქართველოს ყველა სკოლაში დაინერგოს. ჭადრაკი არ არის მხოლოდ სპორტი, ის ამავე დროს გახლავთ ხელოვნება, მეცნიერება და მათემატიკასთან ერთად გონების ვარჯიშის საუკეთესო საშუალება.

მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მოხარული ვარ, რომ საქართველოში გრძელდება ძლიერი საჭადრაკო ტრადიციები. გისურვებთ წარმატებებს“.

თბილისში, ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლემ ჩემპიონატს 20-30 ივლისს უმასპინძლა. საქართველოს ჩემპიონატში 10 მოჭადრაკე ქალი მონაწილეობდა. ტურნირი გაიმართა ფიდეს წესებით, წრიული სისტემით, 9 ტურად.

ქალთა ჩემპიონატი ჭადრაკის საერთაშორისო დღეს – 20 ივლისს გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ პანდემიიგან გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეს ჩემპიონატი ერთ-ერთი პირველი სპორტული  ღონისძიებაა. საქართველოს ჩემპიონი და პრიზიორები თასით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ყველა მონაწილეს გადაეცა ფულადი ჯილდო. საპრიზო ფონდი 30 600 ლარია ( I ადგილი – 10 000 ლარი, II ადგილი – 7 000 ლარი, III ადგილი – 5 000 ლარი და ა. შ.). ქალთა 77-ე ჩემპიონატის ორგანიზატორია საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია პარტნიორ კომპანიებთან ერთად, მხარდამჭერი – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

Related Posts

„ათასობით ჩვენს მოქალაქეს ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემულ დიპლომებთან დაკავშირებული პრობლემები“
ბლოგი

„ათასობით ჩვენს მოქალაქეს ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემულ დიპლომებთან დაკავშირებული პრობლემები“

16 апреля, 2026
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ახალი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა
ბლოგი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ახალი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა

15 апреля, 2026
მარტში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 809 ფაქტი დაფიქსირდა
ბლოგი

მარტში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 809 ფაქტი დაფიქსირდა

8 апреля, 2026
ბლოგი

2 апреля, 2026
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების რეალიზაციის ადგილების კონტროლს იწყებს
ბლოგი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების რეალიზაციის ადგილების კონტროლს იწყებს

2 апреля, 2026
ბლოგი

რუსთავში, დევნილი ოჯახებისთვის, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

30 марта, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ