თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home ბიზნესი

რეინჯერი გმირია! 31 ივლისი რეინჯერთა მსოფლიო დღეა

Share on FacebookShare on Twitter

ჩვენი ქვეყნის დაცულ ტერიტორიებს, საქართველოს უნიკალურ ბუნებრივ საგანძურს, 20 ადმინისტრაციულ ერთეულში გადანაწილებული 400-მდე რეინჯერი იცავს. მათ საქმიანობებში შედის ბრაკონიერობის ფაქტის აღკვეთა, ბუნებრივ და დაუდევრობით გამოწვეულ ხანძრებთან გამკლავება, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, სისუფთავეზე ზრუნვა და საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტორთა დახმარება. ჩვენი რეინჯერების დაცვის ქვეშ საქართველოს ტერიტორიის 667 000 ჰექტარია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, თბილისის ეროვნულ პარკში, საბადურის ტყის მონაკვეთზე, რეინჯერთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა, გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ კნირშმა,  იაპონიის ელჩმა, ტადაჰარუ უეჰარამ და  პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა, რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცეს.

„ყველა რეინჯერს ვულოცავ დღევანდელ დღეს. 400 რეინჯერი საქართველოს ყველაზე ლამაზ და უნიკალურ ტერიტორიებს იცავს. თითოეული  მათგანი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. სწორედ ამიტომ არიან ეს ადამიანები  გმირები. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს რეინჯერებს და მადლობას ვუხდი ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის”,-განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დაცული ტერიტორიების სისტემის გაძლიერება და განვითარება სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რისთვისაც არაერთი პროექტი ხორციელდება. ყოველწლიურად უმჯობესდება რეინჯერთა სამუშაო პირობები, გასულ 3 წელიწადში 100%-ით გაიზარდა მათი სახელფასო ანაზღაურება. რეინჯერები უზრუნველყოფილნი არიან სახელფასო და საკვები დანამატით, დაზღვევის მომსახურებით და სამუშაო ეკიპირებით, რაშიც დიდია დონორი ორგანიზაციების, გერმანიის მთავრობის, გერმანიის განვითარების ბანკის და ასევე, კავკასიის ბუნების ფონდის წვლილი.

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილი რეინჯერების ოჯახები ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას იღებენ.

„კლიმატის ცვლილების, ჯანმრთელობის კრიზისებისა და ტექნოგენური კატასტროფების საუკუნეში ვაცნობიერებთ, რომ კაცობრიობა დაუფიქრებლად ხელყოფს ბუნების მიერ დაწესებულ ჩარჩოებს. დღეს ყოველი ჩვენგანი რეინჯერია, რომელსაც ჩვენი პლანეტის დაცვა და  მომავალი თაობებისთვის მისი შენარჩუნება ევალება“,-აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა.

წელს, დაცული ტერიტორიების 20-ვე ადმინისტრაციაში, „წლის რეინჯერი“ გამოვლინდა, რომელთაც ფულადი ჯილდოები გადაეცათ. მათთან ერთად წახალისდა დაცული ტერიტორიების ხუთივე ქალი რეინჯერიც. კომპენსაციები გადაეცათ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ რეინჯერთა ოჯახებს.

რეინჯერის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესაძლებლობათა გაძლიერება სამუშაოს ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით“ ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა. გაეროს განვითარების პროგრამა ათ წელზე მეტია უწყობს ხელს საქართველოში დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარებას. ღონისძიების მხარდამჭერები ასევე არიან  გერმანიის მთავრობა, გერმანიის განვითარების ბანკი (KFW) და კავკასიის ბუნების ფონდი (CNF), რომელთა მიერ აქტიურად ხორციელდება რეინჯერთა წახალისება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება.

Related Posts

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სინდრომზე —  „ძალიან გვტკივა გული ამ ბავშვებისთვის. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ და იმასაც განვმარტავთ, რას ვგეგმავთ და რა გაკეთებულა აქამდე ამ საკითხთან დაკავშირებით“
ბლოგი

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სინდრომზე —  „ძალიან გვტკივა გული ამ ბავშვებისთვის. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ და იმასაც განვმარტავთ, რას ვგეგმავთ და რა გაკეთებულა აქამდე ამ საკითხთან დაკავშირებით“

21 апреля, 2026
სახალხო დამცველის განცხადება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობასთან დაკავშირებით
ბლოგი

სახალხო დამცველის განცხადება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობასთან დაკავშირებით

17 апреля, 2026
„ათასობით ჩვენს მოქალაქეს ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემულ დიპლომებთან დაკავშირებული პრობლემები“
ბლოგი

„ათასობით ჩვენს მოქალაქეს ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემულ დიპლომებთან დაკავშირებული პრობლემები“

16 апреля, 2026
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ახალი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა
ბლოგი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ახალი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა

15 апреля, 2026
მარტში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 809 ფაქტი დაფიქსირდა
ბლოგი

მარტში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 809 ფაქტი დაფიქსირდა

8 апреля, 2026
ბლოგი

2 апреля, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ