თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home მეცნიერება

განათლების სამინისტროსა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს შორის მემორანდუმი გაფორმდა

Share on FacebookShare on Twitter

პროფესიულ განათლებაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელმისაწვდომობის და ჩართულობის გაზრდას პროფესიულ განათლებაში ერთის მხრივ პროფესიული მომზადების ახალი კურსების შექმნისა და ადაპტაციის, ხოლო მეორეს მხრივ ინკლუზიური განათლების გაძლიერების გზით.  

მემორანდუმის ხელმოწერასთან ერთად, გამოცხადდა რეგისტრაცია პროფესიული მომზადების სამ ახალ კურსზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. ესენია — სოციალური მედიის მართვა, მომსახურების სფერო და საოფისე საქმის წარმოება. მოკლევადიანი კურსები სექტემბერში დაიწყება, დისტანციურად ჩატარდება და სრულად იქნება ადაპტირებული მონაწილეთა საჭიროებებზე. ახლო მომავალში იგეგმება ინგლისური ენის მოკლევადიანი კურსების შეთავაზებაც.

თანამშრომლობა შედგა პროფესიულ კოლეჯებთან — „ახალი ტალღა“, „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“, და „სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი“, რის შედეგადაც პროგრამებზე რეგისტრაცია შესაძლებელია მომავალი ორი კვირის განმავლობაში.

პროგრამის კურსდამთავრებულები ორენოვან სახელმწიფო სერტიფიკატს მიიღებენ, რაც სამომავლოდ მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს.

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილის, თამარ ქიტიაშვილის შეფასებით, ინკლუზიურობა პროფესიული განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია.

„მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შშმ პირებისთვის ახლა უკვე მომზადება-გადამზადების პროგრამების შეთავაზების საშუალება. ეს მათ მისცემს დასაქმების შესაძლებლობას და ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ შეთავაზებულია ისეთი პროფესიები, რომლებიც წარმოადგენს მომავლის პროფესიებს, ითვალისწინებს სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად დასაქმების პერსპექტივასაც და მომავალში იგეგმება ამ შეთავაზებული ადგილების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, რათა ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ თანამედროვე პროფესიების დაუფლებისა და შემდგომში ამ პროფესიებით ღირსეულად დასაქმების შესაძლებლობა“, — აღნიშნა თამარ ქიტიაშვილმა.

მემორანდუმის გაფორმებას მიესალმება ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ლელა აქიაშვილი. მისი განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადამიანის უფლებათა საბჭოს პრიორიტეტია.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადამიანის უფლებათა საბჭოს პრიორიტეტია როგორც COVID-19-ით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შემსუბუქების, ასევე უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით. შშმ პირთა წვდომა მაღალი ხარისხის და საჭიროებებზე მორგებულ პროფესიულ განათლებაზე მნიშვნელოვანია როგორც უფლებრივ ჭრილში, ასევე დასაქმების კუთხითაც. უმნიშვნელოვანესია, რომ ამ და სხვა პროგრამების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში უზრუნველვყოთ თავად შშმ პირების ჩართულობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში შშმ თემმა თავად გადაწყვიტა, თუ რომელი პროფესიული კურსის გავლა იქნებოდა მათთვის პრიორიტეტული“, — განაცხადა ლელა აქიაშვილმა.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა უფროსმა მრჩეველმა ვლადიმერ შკოლნიკოვმა. „მნიშვნელოვანია, რომ ამ მემორანდუმის გაფორმებით ჩვენ ვეხმარებით შშმ პირებს იმაში, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაძლიერდნენ პროფესიულ საქმიანობაში და ამით გავაძლიეროთ ისინი, რომ მომავალში ჰქონდეთ შესაძლებლობა, დასაქმდნენ ნებისმიერ ბიზნესში, როგორც კერძო სექტორში, ასევე სახელმწიფო სამსახურში“, — აღნიშნა ვლადიმერ შკოლნიკოვმა.

Related Posts

გივიმიქანაძე: ,,ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანიდაფინანსებამიიღოს — ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირველი ორი სემესტრი სტუდენტი არაფერს უხდისუნივერსიტეტს, ამ პერიოდში მან თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს და მიიღო სკრედიტი, არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით”
ბლოგი

გივიმიქანაძე: ,,ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანიდაფინანსებამიიღოს — ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირველი ორი სემესტრი სტუდენტი არაფერს უხდისუნივერსიტეტს, ამ პერიოდში მან თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს და მიიღო სკრედიტი, არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით”

3 августа, 2026
შრომის ინსპექციის საინფორმაციო შეხვედრა ტრეფიკინგის დღესთან დაკავშირებით
ბლოგი

შრომის ინსპექციის საინფორმაციო შეხვედრა ტრეფიკინგის დღესთან დაკავშირებით

2 августа, 2026
ბლოგი

26 июля, 2026
ბლოგი

ოჯახის ექიმების უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად რუხში პირველი პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა

24 июля, 2026
„მესხური კვალი“ — შემოქმედებიდან წარმატებულ ბრენდამდე!
ბლოგი

„მესხური კვალი“ — შემოქმედებიდან წარმატებულ ბრენდამდე!

19 июля, 2026
საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლა
ბლოგი

საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლა

12 июля, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ