თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home ეკონომიკა

UNICEF — 17 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვებისათვის საყოველთაო ფულადი დახმარება ყველაზე ეფექტური მოდელია მოსახლეობისა და ბავშვების სიღარიბის დასაძლევად

Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობით, გაერო-ს ბავშვთა ფონდმა შეიმუშავა სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის დასადგენი მიკრო სიმულაციის მოდელი. ანგარიშში წარდგენილია საქართველოში მოსახლეობისა და კონკრეტულად, ბავშვთა სიღარიბეზე კორონავირუსის ზეგავლენის (შრომის ბაზარზე ზემოქმედების შედეგად) წინასწარი გაანგარიშება.

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ წარმოდგენილი კვლევით დამტკიცდა, რომ ხელისუფლების მიერ განხორციელებული მიზნობრივი ანტიკრიზისული სოციალური ღონისძიებები ბავშვების მიმართულებითაც ძალიან ეფექტიანია და ის ჩვენს მოქალაქეებს მართლაც მნიშვნელოვნად უმსუბუქებს გლობალური კრიზისით გამოწვეულ ფინანსურ სირთულეებს. 

      Unicef –ის კვლევით ასევე  დადგინდა ისიც , რომ 0-17 წლის ასაკის ბავშვებისათვის საყოველთაო ფულადი დახმარება ყველაზე ეფექტური მოდელია მოსახლეობისა და ბავშვების სიღარიბის დასაძლევად. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ თავად Unicef-ის კვლევაში რეკომენდაციის სახით შეთავაზებული იყო 50 ლარიანი დახმარების გაცემა ბავშვებისათვის, რაც იქნებოდა ხელშემწყობი ფაქტორი სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების ყველა ბავშვისთვის განკუთვნილი 4-ჯერ მეტი,  200 ლარიანი დახმარება, ბუნებრივია, რომ მნიშვნელოვნად ზრდის ამ ეფექტს. 

პანდემიით გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგად, ოჯახების შემოსავლები შემცირდება, თუმცა ამ კვლევით დადგინდა, რომ მთავრობის მიერ გაცემული ფულადი დახმარებების შედეგად, შესაძლებელი ხდება, როგორც სიღარიბის მაჩვენებლების ზრდის ტემპის შენელება, ასევე სიღარიბის მაჩვენებლების საბაზისო დონესთან შედარებით შემცირება.

კვლევის მიგნებების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები დაეხმარება პოლიტიკის განმსაზღვრელ უწყებებს განახორციელონ შემდგომი ცვლილებები ქვეყანაში სოციალური უზრუნველყოფისა და ანტიკრიზისული სტრატეგიების გასაძლიერებლად.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალია აცხადებს, რომ გაერო-ს ბავშვთა ფონდის მონაცემები სახელმწიფოსთვის ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყაროა.

„პირველ რიგში მინდა დავიწყო სიტყვები მადლიერებით,  მადლიერებით გაეროს ბავშვთა  ფონდის მიმართ, რომელიც სახელმწიფოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორია, ბავშვთა უფლებების დაცვის პროცესში , ბავშვის სიღარიბის დაძლევის პროცესში და ბავშვიანი ოჯახების გაძლიერების  პროცესში. დღევანდელი კვლევა არის  შედეგი ერთ-ერთი  ძალიან ფართომასშტაბიანი თანამშრომლობისა, რომელიც ჩვენ და გაეროს ბავშვთა ფონდს გაგვაჩნია. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინტერვეცია, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ხორციელდება სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების მიმართ . ეს  სწორედ გაეროს  ბავშვთა ფონდის დახმარებით იქნა ჩამოყალიბებული. ჩვენ  მუდმივად , თანამშრომლობით,  თვალყურს ვადევნებთ ამ  პროგრამის წარმატებულობას  და მიზნობრიობას. ის კვლევები , რომლებიც ბავშვთა ფონდის მიერ  იდება პერიოდულად   და დროულად , სახელმწიფოსთვის მნიშნელოვანი ინფორმაციის წყაროა“-განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

ანგარიში მთავრობამ და გაერო-ს ბავშვთა ფონდმა ერთობლივად წარადგინეს. ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი და ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ბექა ლილუაშვილი ესწრებოდნენ.

Related Posts

სახალხო დამცველის განცხადება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობასთან დაკავშირებით
ბლოგი

სახალხო დამცველის განცხადება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობასთან დაკავშირებით

17 апреля, 2026
„ათასობით ჩვენს მოქალაქეს ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემულ დიპლომებთან დაკავშირებული პრობლემები“
ბლოგი

„ათასობით ჩვენს მოქალაქეს ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემულ დიპლომებთან დაკავშირებული პრობლემები“

16 апреля, 2026
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ახალი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა
ბლოგი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ახალი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა

15 апреля, 2026
მარტში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 809 ფაქტი დაფიქსირდა
ბლოგი

მარტში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 809 ფაქტი დაფიქსირდა

8 апреля, 2026
ბლოგი

2 апреля, 2026
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების რეალიზაციის ადგილების კონტროლს იწყებს
ბლოგი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების რეალიზაციის ადგილების კონტროლს იწყებს

2 апреля, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ