10 ივნისს ახალციხეში სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ორგანიზებით, ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისათვის“ ფარგლებში ახალგაზრდების დასაქმების ფორუმი გაიმართა. ახალგაზრდების ფორუმზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებულმა 50-მა კომპანიამ 300-მდე ვაკანსია წარმოადგინა. სამუშაო ადგილები ძირითადად მომსახურების და წარმოების სფეროებიდან იყო წარმოდგენილი. ფორუმში ჩაერთო 250-მდე სამუშაოს მაძიებელი, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ დამსაქმებლებს, გასაუბრებოდნენ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოეჩინათ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით. ფორუმის თანაორგანიზატორები არიან: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (SESA), დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის პროგრამა რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციისა (UNAG) და შვედეთის გაეროს ასოციაციის თანამშრომლობით, ფორუმ სივ/სიდას (Civ/Sida) ფინანსური მხარდაჭერით. ახალციხის დასაქმების ფორუმის გახსნას დაესწრო და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო კვლავაც აგრძელებს თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მთელი ქვეყნის მასშტაბით, დასაქმების ფორუმებს.
Read moreგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლების -...
Read moreპანდემიის პირობებში, სურსათის უვნებლობამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. სწორედ ამიტომ წელს FAO და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) სურსათის უვნებლობის...
Read moreამ ეტაპზე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ, ბავშვების საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, პანსიონატიდან 20 არასრულწლოვნის გამოყვანა უზრუნველყო, რომელთა შორის 7 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის...
Read more5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება. 2021 წელს, გარემოს დაცვის დღის გზავნილია „ბიომრავალფეროვნების დაცვა და ეკოსისტემების აღდგენა”. გარემოსდაცვითი საკითხების...
Read moreსაქართველოს საჯაროს სკოლებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ დაბალ ნიშნულზე რჩება. არსებული სტატისტიკა უკვე იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ 2020-2021 სასწავლო...
Read moreევროპული საქართველოს წევრის, ბათლომე შელიას თქმით, საწვავის ფასის ზრდა პირდაპირ აისახება ყოველდღიური მოხმარების პროდუქტის ფასების ზრდაზე, რაც კიდევ უფრო მძიმე...
Read moreსამცხე-ჯავახეთში საირიგაციო სისტემებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნენ და გრძელვადიანი განვითარების გეგმა დასახეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ოთარ შამუგიამ,...
Read more2021 წლის რთველი კადასტრის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდება. საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელია ვენახების...
Read moreსსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს განცხადებით, დღეისათვის ყველა მსხვილ ბავშვთა სახლში მიმდინარეობს დეისტიტუციონალიზაციის პროცესი. მას შემდეგ,...
Read more