თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home რეგიონის ამბები

იუსტიციის სახლის განცხადება

Share on FacebookShare on Twitter

როგორც ცნობილია, კორონავირუსის პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე, იუსტიციის სახლი მოქალაქეებს 5 მაისიდან  წინასწარი დაჯავშნის პრინციპით ემსახურება. იუსტიციის სახლში  სერვისის მისაღებად პირი ვიზიტს ჯავშნის მოქალაქის პორტალ my.gov.ge-ზე რის შემდეგაც მითითებულ ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მას მისდის ვიზიტის დრო, ადგილი და სერვისის მისაღებად საჭირო საიდენტიფიკაციო კოდი.

ბოლო პერიოდში გამოვლინდა დაჯავშნის სისტემის არაკეთილსინდისიერად გამოყენების ფაქტები. კერძოდ, რამდენიმე პირი იუსტიციის სახლის ათეულობით სერვისს წინასწარ ჯავშნიდა და მოგვიანებით ამ ჯავშანს თანხის სანაცვლოდ აუქმებდა იუსტიციის სახლთან მისული იმ მოქალაქეების სასარგებლოდ, რომელთაც ვიზიტი მანამდე დაჯავშნილი არ ჰქონდათ. აღნიშნული პირები, ფულადი თანხის სანაცვლოდ, მათ მიერ არაკეთილსინდისერად გაკეთებულ ჯავშანს აუქმებდნენ და მის ადგილას უკვე მოქალაქის მონაცემებით შევსებულ ჯავშანს აკეთებდნენ.

ზემოაღნიშნულის გამო, უკვე რამდენიმე დღეა, ციფრული მმართველობის სააგენტო მუშაობს პროგრამულ განახლებაზე და ორშაბათიდან მსგავსი არაკეთილსინდისიერი  ქმედებების პრევენციის მიზნით პორტალ  my.gov.ge-ზე დაჯავშნის წესში პროგრამული ცვლილება განხორციელდება.

ამ დრომდე my.gov.ge-ზე გაკეთებულ ყოველ კონკრეტულ ჯავშანს თავისი, ერთმანეთისაგან განსხვავებული საიდენტიფიკაციო კოდი ჰქონდა, შესაბამისად, არაკეთილსინდისიერი ჯავშნის მფლობელი არსებული ჯავშნის გაუქმების ხარჯზე ათავისუფლებდა კალენდარში მის მიერ დაკავებულ დროს, და ქმნიდა სხვისი მონაცემებით შედგენილ ახალ ჯავშანს. ახლა კი სერვისის დაჯავშნისას, მიუხედავად ჯავშნის რაოდენობისა,  ერთ ადამიანზე მხოლოდ ერთი საიდენტიფიკაციო კოდი შეიქმნება და, შესაბამისად, მის გამოყენებას მხოლოდ ის ერთი პირი შეძლებს, ვის სახელზეც  თავდაპირველად შეიქმნა ჯავშანი.

ამ ახალი პროგრამული ცვლილებით კეთილსინდისიერი მომხმარებლისთვის არაფერი იცვლება – ის იმავე პროცედურას გაივლის ჯავშნის გასაკეთებლად, თუმცა, პროგრამულად, ერთ დღეში სხვადასხვა სერვისის მისაღებად ერთი საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენება შეზღუდავს წინასწარ გაკეთებული ჯავშნების სხვა პირზე გადაცემის შესაძლებლობას.

აღნიშნულ ცვლილებაზე ციფრული მმართველობის სააგენტომ  მყისიერად დაიწყო მუშაობა და  დაჯავშნის წესში პროგრამული ცვლილებები  ორშაბათიდან ამოქმედდება.

როგორც ცნობილია, იუსტიციის სახლი აგრძელებს განსაკუთრებული რეჟიმით მუშაობას – როგორც მომხმარებლების, ისე იუსტიციის სახლის თანამშრომლების მხრიდან სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადეების გამოყენება, ასევე, მომსახურების სივრცეების ხშირი დეზინფექცია, თერმოსკრინინგი, დეზობარიერი, მომსახურების მაგიდებზე დამონტაჟებული შუშის ბარიერი და სხვა პრევენციული ღონისძიებები საშუალებას იძლევა, სერვისის მისაღებად მისულ პირებს დახვდეთ მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო. მომხმარებელთა ინტერესის გათვალისწინებით, იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების დიდი ნაწილი 5 მაისიდან დღემდე მუშაობს ყოველდღე, შაბათისა და კვირის ჩათვლით; ხოლო თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლები, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის ცხრა საათიდან ღამის 12 საათამდე გასცემენ მომსახურებას.

Related Posts

გივიმიქანაძე: ,,ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანიდაფინანსებამიიღოს — ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირველი ორი სემესტრი სტუდენტი არაფერს უხდისუნივერსიტეტს, ამ პერიოდში მან თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს და მიიღო სკრედიტი, არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით”
ბლოგი

გივიმიქანაძე: ,,ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანიდაფინანსებამიიღოს — ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირველი ორი სემესტრი სტუდენტი არაფერს უხდისუნივერსიტეტს, ამ პერიოდში მან თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს და მიიღო სკრედიტი, არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით”

3 августа, 2026
შრომის ინსპექციის საინფორმაციო შეხვედრა ტრეფიკინგის დღესთან დაკავშირებით
ბლოგი

შრომის ინსპექციის საინფორმაციო შეხვედრა ტრეფიკინგის დღესთან დაკავშირებით

2 августа, 2026
ბლოგი

26 июля, 2026
ბლოგი

ოჯახის ექიმების უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად რუხში პირველი პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა

24 июля, 2026
„მესხური კვალი“ — შემოქმედებიდან წარმატებულ ბრენდამდე!
ბლოგი

„მესხური კვალი“ — შემოქმედებიდან წარმატებულ ბრენდამდე!

19 июля, 2026
საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლა
ბლოგი

საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლა

12 июля, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ