ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალი მიმართულების განვითარებას იწყებს. ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ინდოეთიდან 15 მსხვილი კომპანიას მასპინძლობს. კომპანიები საქართველოში საქორწილო ღონისძიებების ჩატარებით არიან დაინტერესებულნი. ინდური კომპანიების წარმომადგენლები თბილისში, მუხრანსა და კახეთის რეგიონში სხვადასხვა სახის ღონისძიებებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურასა და სასტუმროებს გაეცნენ, სადაც ქორწილების ჩატარებაა შესაძლებელი. ვიზიტის ფარგლებში ინდური კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით. „საქორწილო მიმართულება ახალი, საინტერესო მიმართულებაა, რისთვისაც საქართველოს განიხილავენ როგორც ახალ დანიშნულების ადგილს. ეს არის ტურისტული პროდუქტი, როდესაც მოკლე ვადებში დიდი ოდენობით ჯგუფები ორგანიზებულად ჩამოდიან და გამოირჩევიან მაღალმხარჯველობით. ევროპაში ეს გამოცდილი პროდუქტია - არაერთმა ქვეყანამ პოზიციონირება გააკეთა, როგორც საქორწილო მიმართულებამ. ვფიქრობ, საქართველოს ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენი ქვეყნის სტუმარმასპინძლობის სფეროს უნარი აქვს, რომ ეს ნიშა დაიმკვიდროს. სწორედ ამიტომ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს ამ ახალ პროექტზე და ამ მიზნით საქართველოს ეწვივნენ მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიები - ქორწილების დამგეგმავები ინდოეთიდან,“ -განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ. „როგორც იცით, ინდოელები ძალიან ბევრს მოგზაურობენ, იქნება ეს ქორწილები, კორპორატიული ღონისძიებები თუ ინდივიდუალური მოგზაურობები, ისინი ყოველთვის ეძებენ სიახლეს. ყველაზე კარგი რაც...
Read more„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა. გთავაზობთ მას სრულად: «როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გავხსენით საარჩევნო კამპანია, წარვადგინეთ...
Read more2025 წლის 25 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საგარეჯოს სოციალურ საცხოვრისს ეწვია, დაათვალიერა შენობა და იქ მაცხოვრებელ ბენეფიციარებს შეხვდა....
Read moreრაჭასა და ლეჩხუმში არსებული ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების...
Read more“ხეცურიანის საერთაშორისო სომელიეს სკოლის” სტუდენტები, ჩვენი პროექტის ხელმძღვანელ, “საუკეთესო სომელიე”-ს სტატუსის მფლობელ, საბა ქიტიაშვილთან, ერთად “დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალს”...
Read moreქუთაისის მერიის ორგანიზებით ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას წელს გაბაშვილის პარკმა უმასპინძლა. ბავშვებისთვის პარკში გასართობი სივრცეები იყო მოწყობილი და სხვადასხვა...
Read more14 მაისს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ ორგანიზებით ტუროპერატორებისა და გიდებისთვის ჩატარდა აგრო-გასტრო ინფოტური „ელაკანას“ შინაურ ცხოველთა საკონსერვაციო მეურნეობაში. „ელკანას“ შინაურ...
Read moreბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“-მ დაინტერესებული საზოგადოებისათვის ხორბლის ენდემური სახეობების, მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურების ადგილობრივი ჯიშებისგან დამზადებული კერძების დეგუსტაცია გამართა. Elkana...
Read moreბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადია. აღნიშნულ სამართალდარღვევაზე ჯარიმა 500-დან 2000 ლარამდეა. იმ შემთხვევაში კი, თუ ბზის მოპოვების შედეგად...
Read moreგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში პრევენციული ღონისძიებები გაატარეს. შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს...
Read more