tbilisipress.ge
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress.ge
No Result
View All Result
Home რეგიონის ამბები

რა მითებს ავრცელებს Zneoba.ge ჰელოუინსა და გოგრაზე?

Share on FacebookShare on Twitter

ყოველწლიურად, ჰელოუინის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, მედიაში აქტიურად ვრცელდება კონსპირაციის თეორიები, რომელთა მიხედვით, ჰელოუინის აღნიშნვნა ,,ბნელი ძალების” თაყვანისცემისკენ მიმართული წარმართული რიტუალია. 26 ოქტომბერს ფეისბუკ გვერდმა და ვებ. გვერდმა  Zneoba.ge-მ გამოაქვეყნეს მასალა, რომელიც ჰელოუინის ,,ბნელ წარმომავლობაზე” და იმაზე საუბრობს, თუ ,,რატომ ეწინააღმდეგება ის ეკლესიის სწავლებას”.
“მითების დეტექტორი” გთავაზობთ Zneoba.ge-ს მიერ გავრცელებულ მითებს და ჰელოუინის ისტორიას.
რა მითებს ავრცელებს Zneoba.ge ჰელოუინსა და გოგრაზე?



სასულიერო პირები qadageba.ge-ზე კოვიდზე კონსპირაციებს ავრცელებენ

2020 წლის 23 ოქტომბერს გვერდმა qadageba.ge გამოაქვეყნა ვიდეო, სათაურით “პანდემია თუ კორონა-თაღლითობა”, რომელშიც ოთხი სასულიერო პირი — დავით ისაკაძე, დავით ქვლივიძე, დავით სულაშვილი და არჩილ ქიტუაშვილი, კორონივირუსის პირობებში საქართველოსა და ზოგადად, მსოფლიოში მიღებული შეზღუდვების, მათ შორის ეკლესიებისთვის დაწესებული რეგულაციების შესახებ საუბრობენ. მათი შეფასებით, “კორონავირუსის პანდემიასთან” დაკავშირებული შიშები გაზვიადებულია, რეალურად პანდემია მსოფლიო მოსახლეობისათვის თავსმოხვეულია, ხოლო ტაძრებში ფიზიკური დისტანციის ან სხვა უსაფრთხოების ზომების დაცვა “მკრეხელური”, “ღვთისმბრძოლი” ზომებია. აქედან გამომდინარე, მიმართვაში მონაწილე სასულიერო პირი დავით სულაშვილი მრევლს მოუწოდებს, რომ განმეორებითი მკაცრი შეზღუდების დაწესების შემთხვევაში, არ დაემორჩილონ შეზღუდვებს და ეკლესიებში პირბადის და დისტანციის დაცვის გარეშე შეიკრიბონ.
სასულიერო პირების მიმართვა, გარდა უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისკენ მოწოდებისა, შეიცავს 6 დეზინფორმაციულ და 2 კონსპირაციულ მტკიცებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, კორონავირუსის სტატისტიკის, ბილ გეითსის და PCR ტესტების შესახებ. გთავაზობთ, qadageba.ge-ს მიერ გავრცელებულ მიმართვაში გაჟღერებული დეზინფორმაციული და კონსპირაციული მტკიცებების მიმოხილვას.
სასულიერო პირები qadageba.ge-ზე კოვიდზე კონსპირაციებს ავრცელებენ

არის თუ არა კავშირი პირბადეებსა და “ესპანური გრიპის” მსხვერპლთა შორის ფაუჩის კვლევაში?

  
25 ოქტომბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Irakli Chi საჯარო ჯგუფში “კორონა აფიორა” გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს პირბადის ტარების რისკი მის სარგებელზე მეტია, კერძოდ, პირბადეების ტარება ბაქტერიულ პნევმონიას იწვევს, CDC-ის ხელმძღვანელმა ენტონი ფაუჩიმ კი ამ საფრთხის შესახებ 2008 წლიდან იცოდა. პოსტზე თანდართულ ფოტოში მოცემული ტექსტი ანნა ვონ რეიცს მიეწერება, რომლის პროფესიული გამოცდილება გავრცელებულ სქრინზე მითითებული არ არის.
Irakli Chi-ს მიერ გავრცელებული პოსტი სიმართლეს არ შეესაბამება. მართალია, ფაუჩის კვლევაში აღნიშნულია, რომ “ესპანური გრიპის” პანდემიის დროს პაციენტების დიდი ნაწილი დაიღუპა არა უშუალოდ გრიპით, არამედ ბაქტერიული პნევმონიის შედეგად, თუმცა ამის გამომწვევ მიზეზად პირბადეების ტარება კვლევაში ნახსენები არ არის. დეზინფორმაციის ავტორი ანნა ვონ რეიცი კი ალასკის თვითგამოცხადებული მოსამართლეა.
არის თუ არა კავშირი პირბადეებსა და “ესპანური გრიპის” მსხვერპლთა შორის ფაუჩის კვლევაში?


გურჯაანი, დმანისი თუ ოკლაჰამა — რას ამტკიცებს Travel Georgia და რას აშუქებს “მთავარი”?

  
2020 წლის 25 ოქტომბერს ფეისბუკ გვერდმა  Travel Georgia გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ამტკიცებს, რომ  მთავარი არხის საინფორმაციო გამოშვებამ გააშუქა ყალბი ამბავი გურჯაანში ბანკზე მომხდარ შეიარაღებულ თავდახმასთან დაკავშრებით. Travel Georgia-ს მიხედვით, “მთავარმა არხმა” რეპორტაჟში მცდარი ინფორმაციის დასადასტურებლად ამერიკის შტატ ოკლაჰომაში მომხდარი ძარცვის ფოტო გამოიყენა. გვერდი მომხმარებლებს მოუწოდებს, გააზიარონ პოსტი, რათა “მთავარი არხი” სიცრუეში ამხილონ. პოსტს თან ახლავს ფოტოსურათი, რომელზეც წითლადაა მონიშნული ორი აფროამერიკელი თავდამსხმელი, ხოლო სურათის ქვედა ნაწილში ჩანს “მთავარი არხის” 9 საათიანი საინფორმაციო გამოშვების ლოგო და რეპორტაჟის სათაური, თუმცა აღნიშნული კადრი დასათაურებულია არა როგორც გურჯაანში მომხდარი ყაჩაღობა, არამედ “შეიარაღებული ძარცვა დმანისში”. “Travel Georgia”-ს პოსტს თან არ ახლავს “მთავარი არხის” კონკრეტული გადაცემის ან სიუჟეტის ბმული, რომელიც შეიცავს აღნიშნულ კადრს.
“Travel Georigia”-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ფოტომანიპულაციაა. “მთავარი არხის” ვებ-გვერდზე არ იძებნება ინფორმაცია, რომელიც გურჯაანის ბანკზე მომხდარ თავდასხმას ეხება. ხოლო სიუჟეტები, რომელიც დმანისში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ასახავს, არხის 21 და 22 ოქტომბრის 9 საათიან გამოშვებებში გავიდა და მასში აღნიშნული კადრი გამოყენებული არ არის. ფოტომანიპულაციის გავრცელება წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური მედიის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
გურჯაანი, დმანისი თუ ოკლაჰამა — რას ამტკიცებს Travel Georgia და რას აშუქებს “მთავარი”?


როდის დაწვეს “ქართული ოცნების” დროშები — საარჩევნოდ თუ “გავრილოვის ღამის” შემდეგ?

  
2020 წლის 25 ოქტომბერს ფეისბუკ გვერდმა ,,ყოველდღიური მოვლენები” გააზიარა ფოტო, წარწერით: “ჭიათურა დღეს!” ფოტოზე ჩანს, თუ როგორ წვავენ ქართული ოცნების დროშებს. ფოტოს აღწერიდან და ვიზუალიდან გამომდინარე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული ვიზუალი მიმდინარე მოვლენას ასახავს. ფოტოს ბოლო მონაცემებით, 700-მდე გაზიარება და 1 500-მდე რეაქცია აქვს.
,,ყოველდღიური მოვლენების” მიერ გაზიარებული პოსტი ფოტომანიპულაციაა, რადგან ის რეალურად არა ჭიათურაში, არამედ თბილისში, რუსთაველის გამზირზეა გადაღებული და ის პირველად 2019 წლის 21 ივნისს  ე.წ. ,,გავრილოვის ღამის” მოვლენების პროტესტთან დაკავშირებით გამოვეყნდა. წინასაარჩევნოდ 2019 წლის ფოტოს მანიპულაციურად გამოქვეყნება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მმართველი პარტიის მიმართ პროტესტს ჭიათურაში ახლა აქვს ადგილი.
როდის დაწვეს “ქართული ოცნების” დროშები — საარჩევნოდ თუ “გავრილოვის ღამის” შემდეგ?


დასაჯეს თუ არა ალჟირელი ჰაკერი სიკვდილით 217 ბანკის გაძარცვისთვის?

  
23 ოქტომბერს Facebook-გვერდებმა Fაქტები, განსხვავებული ツ და Bachita გამოაქვეყნეს მამაკაცის ფოტო, რომელსაც თავი სახრჩობელის ყულფში აქვს გაყოფილი და იღიმის. სამივე პოსტს იდენტური აღწერა აქვს გაკეთებული: „მან გატეხა 217 ბანკის ანგარიში, შეაგროვა 400 მილიონი და დაურიგა გაჭირვებულ ხალხს… სიკვდილსაც ასე, ღიმილით შეხვდა, მისი სახელი იყო ჰამზა, ალჟირელი ჰაკერი…“ 25 ოქტომბერს ფოტო იდენტური აღწერით გამოქვეყნდა ფეისბუქ გვერდზე „Georgian • ქართველი“.
Facebook-გვერდების მიერ გამოქვეყნებული პოსტები ფოტომანიპულაციაა. ფოტოზე გამოსახული მამაკაცი არა ალჟირელი ჰაკერი ჰამზა, არამედ მაჯიდ კავუსიფარია, რომელიც ირანში მოსამართლის მკვლელობისთვის 2007 წელს სიკვდილით დასაჯეს. ალჟირელ ჰაკერ ჰამზა ბენდელაჯს კი აშშ-ს სასამართლომ კომპიუტერული ვირუსის გავრცელებით ბანკების გაქურდვისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა 2016 წელს მიუსაჯა.
დასაჯეს თუ არა ალჟირელი ჰაკერი სიკვდილით 217 ბანკის გაძარცვისთვის?

Related Posts

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბრიტანელ ღვინის მაგისტრს, სარა ებოტს შეხვდა
ბიზნესი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბრიტანელ ღვინის მაგისტრს, სარა ებოტს შეხვდა

25 июня, 2025
ბურგუნდიაში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა
მსოფლიო

ბურგუნდიაში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა

25 июня, 2025
სახალხო დამცველმა საგარეჯოს სოციალური საცხოვრისი მოინახულა
ეკონომიკა

სახალხო დამცველმა საგარეჯოს სოციალური საცხოვრისი მოინახულა

25 июня, 2025
„ქართული ღვინის ხარისხი გასაოცარი სისწრაფით იზრდება“,- იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში
მსოფლიო

„ქართული ღვინის ხარისხი გასაოცარი სისწრაფით იზრდება“,- იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში

17 июня, 2025
ღვინის ეროვნულ სააგენტოში რაჭა-ლეჩხუმის ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა
ეკონომიკა

ღვინის ეროვნულ სააგენტოში რაჭა-ლეჩხუმის ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა

16 июня, 2025
ComCom-მა საერთო რადიომაუწყებლების ლიცენზიების მოსაპოვებლად 6 გეოგრაფიულ ზონაში კონკურსი გამოაცხადა
ბლოგი

ComCom-მა საერთო რადიომაუწყებლების ლიცენზიების მოსაპოვებლად 6 გეოგრაფიულ ზონაში კონკურსი გამოაცხადა

17 июня, 2025
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ