tbilisipress.ge
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress.ge
No Result
View All Result
Home რეგიონის ამბები

აქვს თუ არა საქართველოს ვალდებულება ვაქცინა მხოლოდ COVAX-ის პლატფორმისგან შეისყიდოს?

Share on FacebookShare on Twitter

3-4G ანძაზე ტექნიკური მიზეზით გაჩენილი ცეცხლი თუ 5G ანძის მიზანმიმართული გადაწვა?


2020 წლის 19 მაისს ფეისბუკ მომხმარებელმა Mamuka Kobaladze-მ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ გადამცემ ანძას ცეცხლი უკიდია. მისი მტკიცებით, ვიდეო იმის დასტურია, რომ იტალიაში “5G ანტენებს წვავენ”. ვიდეოში იტალიური საუბარი ისმის.  ავტორის განცხადებით, 5G-ის ინფრასტრუქტურას სხვადასხვა ქვეყნებშიც ანადგურებენ.
მტკიცება, თითქოს გამოქვეყნებული ვიდეო იტალიაში 5G ანტენის მიზანმიმართულ დაწვას ასახავს, მცდარია. სინამდვილეში, ვიდეოში, რომელიც იტალიის ქალაქ ლა სპეციაში 2020 წლის აპრილშია გადაღებული,  3- 4G გადამცემ ანძაზე გაჩენილი ხანძარი ჩანს. ამ პერიოდში  ქალაქში 5G  ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობდა.
3-4G ანძაზე ტექნიკური მიზეზით გაჩენილი ცეცხლი თუ 5G ანძის მიზანმიმართული გადაწვა?


აქვს თუ არა საქართველოს ვალდებულება ვაქცინა მხოლოდ COVAX-ის პლატფორმისგან შეისყიდოს?

საინფორმაციო სააგენტო “საქინფორმის” მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა 5 დეკემბერს პირად ფეისბუქ ანგარიშზე კორონავირუსის ვაქცინების შესყიდვის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის თანახმად, საუკეთესო ვაქცინა არა ამერიკული “Pfizer”, არამედ ჩინურია და საქართველომ ვაქცინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჩინეთთან უნდა დაიწყოს. ხიდირბეგიშვილის მტკიცებით, საქართველო მიბმულია პლატფორმას (იგულისხმება COVAX-ის) და უფლება არ აქვს, ვაქცინა სხვა მწარმოებლებთან, COVAX-ისგან დამოუკიდებლად შეიძინოს.
ხიდირბეგიშვილის მტკიცება, თითქოს საქართველოს COVAX პლატფორმასთან თანამშრომლობა ვაქცინის სხვა მწარმოებლებისგან შეძენის უფლებას არ აძლევს, დეზინფორმაციაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, საქართველო საელჩოების მეშვეობით ვაქცინის  სხვადასხვა მწარმოებლებთან პირდაპირ შესყიდვებზეც მუშაობს. რაც შეეხება ჩინური კომპანიების ვაქცინებს, მათ დასკვნითი ფაზის კვლევის შედეგები, ამერიკული Pfizer-სგან განსხვავებით ჯერჯერობით არ წარმოუდგენიათ.
აქვს თუ არა საქართველოს ვალდებულება ვაქცინა მხოლოდ COVAX-ის პლატფორმისგან შეისყიდოს?

კონსპირაციებს ზიკას ვირუსის შესახებ როკფელერებთან აკავშირებენ

2 დეკემბერს ფეისბუკ მომხმარებელმა ლაშა მოდებაძემ, რომელიც სავარაუდოდ ყალბი პროფილია, ზიკას ვირუსის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. ავტორის მტკიცებით, როკფელერების საკუთრებაში არსებული  ATCC, რომელსაც ის გლობალური ბიოლოგიური მასალების რესურსებისა და სტანდარტების ორგანიზაციას უწოდებს, ინტერნეტის საშუალებით ადამიანის ორგანოებს და ვირუსებს, მათ შორის ზიკას ვირუსს ყიდის. ეს უკანასკნელი კი ხელოვნურად არის შექმნილი, რასაც როკფელერების მიერ მისი პატენტის ფლობა ადასტურებს. პოსტს ერთვის სქრინი, სადაც ATCC-ის ვებ გვერდზე გასაყიდად განთავსებული ზიკას ვირუსის შტამი კოდთან და ფასთან ერთად არის გამოსახული.  
1. კონსპირაციაა მტკიცება, თითქოს ზიკას ვირუსი ადამიანის შექმნილია, ხოლო დეზინფორმაციაა განცხადება, რომ მისი პატენტი როკფელერებს აქვთ დარეგისტრირებული. სინამდვილეში ზიკას ვირუსის პატენტი როკფელერებს არ ეკუთვნით. თანდართული ფოტო ATCC-ის ვებ-გვერდიდან კი მანიპულაციურია და მასზე მოცემული კოდი VR-84  არა პატენტის ნომერი, არამედ ვირუსის შტამის სახელია. 2.დეზინფორმაციაა, რომ  ATCC ადამიანის ორგანოებს ყიდის და ეს ორგანიზაცია როკფელერების მფლობელობაშია
კონსპირაციებს ზიკას ვირუსის შესახებ როკფელერებთან აკავშირებენ

ვის აერია “ცივილიზაციათა ხანა” აზერბაიჯანის “დაპყრობის გეგმაში”?

30 ნოემბერს ორგანიზაცია “უფლებადამცველთა გაერთიანების” ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ მჟავანაძემ ფეისბუკის პირად ანგარიშზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელსაც თან ერთვის აღწერა: “აზერბაიჯანი საქართველოს მთლიან დაპყრობაზე ოცნებობს და სოც — ქსელში სკანდალურ კლიპს აქვეყნებს.” იქვე მჟავანაძე აღნიშნავს, რომ რუსებს რომ გაეკეთებინათ მსგავსი კლიპი, “SOCAR-ის ზოგიერთი აგენტისთვის” ის მხოლოდ ამ შემთხვევაში გახდებოდა სარწმუნო. ვიდეოში გრაფიკულად ნაჩვენებია, თუ როგორ იშლება საქართველოს ტერიტორიიდან საქართველოს სახელი და მას აზერბაიჯანი ეწერება. ვიდეოს ბოლოს ეკრანზე ასევე ჩნდება წარწერა “Kazanan AZERBAYCAN”, რაც გამარჯვებულ აზერბაიჯანს ნიშნავს.
მჟავანაძის გამოქვეყნებული პოსტი მანიპულაციურია, რადგან ვიდეო რეალურად კომპიუტერული თამაშის — Age of Civilizations II კადრებით არის აწყობილი.  სტრატეგიული თამაშის ამოცანაა, მოთამაშემ სამხედრო ტაქტიკისა და მოხერხებული დიპლომატიის გამოყენებით, გააერთიანოს ან დაიპყროს მსოფლიო. მტკიცება, თითქოს აზერბაიჯანი საქართველოს დაპყრობაზე ოცნებობს, ისტორიული ტრავმების გაღვივებას და აზერბაიჯანლების მიმართ ქსენოფობიური განწყობების გაღვივებას ისახავს მიზნად.
ვის აერია “ცივილიზაციათა ხანა” აზერბაიჯანის “დაპყრობის გეგმაში”?

უკავშირდება თუ არა 1998 წლის სტატია ვაქცინაციაზე პრინც ჩარლზის გადაწყვეტილებას?

18 ნოემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Marekhi Robaqidze გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ პრინცმა ჩარლზმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარი იმ მოტივით თქვა, რომ ვაქცინა დნმ-ს ცვლის და პრინცი გენმოდიფიცირების წინააღმდეგია. პოსტს 7 დეკემბრის 15:00 საათის მონაცემებით პოსტს 126 გაზიარება აქვს.
პოსტი დეზინფორმაციულია, პრინც ჩარლზს კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებაზე უარი არ უთქვამს. წყარო, რომელიც პოსტზე თანდართულ სქრინშია მითითებული, შესაძლო უარის შესახებ მხოლოდ ვარაუდს გამოთქვამს და 1998 წლის ინტერვიუს მანიპულაციურად ეფუძნება. ასევე მცდარია მტკიცება იმის თაობაზე, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ადამიანში დნმ-ის ცვლილებას იწვევს.
უკავშირდება თუ არა 1998 წლის სტატია ვაქცინაციაზე პრინც ჩარლზის გადაწყვეტილებას?  

Related Posts

„ქართული  ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთელი ქვეყნის მასშტაბით მერობის 63 კანდიდატი წარადგინა
პოლიტიკა

„ქართული  ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთელი ქვეყნის მასშტაბით მერობის 63 კანდიდატი წარადგინა

11 августа, 2025
ბლოგი

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო, პროფესიული კურსების დაფინანსების მოსაპოვებლად, სასწავლო დაწესებულებების განაცხადების მიღებას იწყებს

8 августа, 2025
2025 წლის 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება
ბლოგი

2025 წლის 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება

6 августа, 2025
გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან გამართულ რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ბლოგი

გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან გამართულ რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

9 июля, 2025
რუსთავში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
ბლოგი

რუსთავში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

9 июля, 2025
ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების და რიგითი ნომრის მისაღებ პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს
ბლოგი

ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების და რიგითი ნომრის მისაღებ პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს

9 июля, 2025
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ