თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home რეგიონის ამბები

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა სოფლის ექიმებისთვის ახალი ონლაინ პლატფორმა დანერგა

Share on FacebookShare on Twitter

კოვიდ-19-ის შემთხვევების ეფექტიანი მართვისა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა სოფლის ექიმებისთვის ახალი ონლაინ პლატფორმა დანერგა. პლატფორმა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერითა და აშშ-ის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით შეიქმნა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე ზურაბ ანდღულაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან საქართველოში, ღასან ხალილთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სოფელ გალავნის ამბულატორიას ესტუმრა და ექიმებს სიაახლები პირადად გააცნო.

როგორც ზურაბ ანდღულაძემ აღნიშნა, ახალი ცენტრალიზებული ონლაინ პლატფორმა ექიმთა შეტყობინების ცენტრი გახდება, რომლის საშუალებითაც სოფლის ექიმები უწყვეტ რეჟიმში გაეცნობიან პროტოკოლებსა და გაიდლაინებს, მიიღებენ ინფორმაციას მოსალოდნელი ვაქცინაციებისა თუ სქრინინგების შესახებ, შეუფერხებლად ჩაატარებენ პაციენტთა ონლაინ კონსულტაციებს და მონაწილეობას მიიღებენ აუდიო–ვიდეო კონფერენციებში.

“კოვიდ 19-ის პანდემიამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა სოფლის ექიმების უმნიშვნელოვანესი როლი მოსახლეობის პირველადი ჯანდაცვის უზრუნველყოფაში. ვფიქრობ, ახალი ონლაინ პლატფორმა ხელს შეუწყობს სოფლის ექიმების მიერ კორონავირუსის შემთხვევების პროფესიონალურ დონეზე მართვას და გააუმჯობესებს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიანი პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიწოდებას.” — აღნიშნა ზურაბ ანდღულაძემ.


საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი პლატფორმის ეფექტიანი მუშაობისთვის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და USAID-ის მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით 1000 სოფლის ამბულატორიის ინტერნეტიზაციას ახორციელებს. ასევე, ამ დრომდე მიმდინარეობს სოფლის ექიმების კომპიუტერული ინვენტარით აღჭურვა. სოფლის ამბულატორიების ინტერნეტიზაციის საშუალებით, შესაძლებელი გახდება უწყვეტი ონლაინ კომუნიკაცია როგორც პაციენტებსა და მედიკოსებს, ისე სოფლის ექიმებსა და ცენტრალურ ოფისს შორის.


“ერთიანი საკომუნიკაციო საშუალებები, როგორიცაა ეს ონლაინ პლატფორმა, მოამარაგებს სოფლის ჯანდაცვის პროფესიონალებს უახლესი ინფორმაციითა და უნარებით, რათა მათ უკეთ მართონ კორონავირუსთან დაკავშირებული რისკები. გაეროს ბავშვთა ფონდი გააგრძელებს ტელემედიცინის განვითარებას საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სერვისების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად,” — განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა. კოვიდ-19-ის შემთხვევების მართვის მიმართულებით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასთან პარტნიორობით, ასევე მზადდება პირველადი ჯანდაცვის 1300 მედიკოსი, რაც საბოლოო ჯამში, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

Related Posts

გივი მიქანაძე: „სასკოლო საზოგადოებასთან, მათ შორის მშობლებთან, შეხვედრები  და პროცესებში მათი ჩართულობა რეფორმის წარმატებით განხორციელების მყარ წინაპირობას ქმნის“
ბლოგი

გივი მიქანაძე: „სასკოლო საზოგადოებასთან, მათ შორის მშობლებთან, შეხვედრები  და პროცესებში მათი ჩართულობა რეფორმის წარმატებით განხორციელების მყარ წინაპირობას ქმნის“

28 февраля, 2026
მიხეილ სარჯველაძემ, სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმების პროცესთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა
ბიზნესი

მიხეილ სარჯველაძემ, სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმების პროცესთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა

25 февраля, 2026
მიხეილ სარჯველაძე — „ფსიქოტროპული მედიკამენტის ფასი 12-ჯერ შემცირდა, საქმე გვაქვს ფასის კლებასთან და არა ხარისხის“
ბლოგი

მიხეილ სარჯველაძე — „ფსიქოტროპული მედიკამენტის ფასი 12-ჯერ შემცირდა, საქმე გვაქვს ფასის კლებასთან და არა ხარისხის“

4 февраля, 2026
ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი თსუ-ის წარმომადგენლებთან განიხილა
ბლოგი

ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი თსუ-ის წარმომადგენლებთან განიხილა

3 февраля, 2026
Apple TV-ის სერიალის, DROPS OF GOD-ის მეორე სეზონი მილიონობით მაყურებელს საქართველოს ღვინის კულტურას და გასტრონომიას გააცნობს
ბლოგი

Apple TV-ის სერიალის, DROPS OF GOD-ის მეორე სეზონი მილიონობით მაყურებელს საქართველოს ღვინის კულტურას და გასტრონომიას გააცნობს

22 января, 2026
ბლოგი

გივი მიქანაძემ თბილისის სკოლების მასწავლებლებს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო

17 января, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ