თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home რეგიონის ამბები

ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების უსასყიდლოდ გაცემა დაიწყო

Share on FacebookShare on Twitter

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის    უპრეცედენტო  კარდიოქირურგიული პროექტი აღსრულების ფაზაში შევიდა — ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ  შესაბამისი საჭიროების მქონე პაციენტებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის, დასავლური სტანდარტის გულის აპარატების, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების უსასყიდლოდ გაცემა დაიწყო.  

აპარატის გადაცემის პროცედურა მარტივია და პაციენტის უშუალო ჩართულობას არ საჭიროებს: ექიმი, შესაბამისი ოპერაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში კონკრეტულ პაციენტზე ელექტრონულ განაცხადს აკეთებს, რომელსაც სააგენტო აკმაყოფილებს და სამედიცინო დაწესებულებისთვის დეფიბრილატორის  დანიშნულების ადგილზე უფასო მიწოდებას უზრუნველყოფს.

რთული არითმიების დროს, უეცარი სიკვდილისგან თავდაცვის ეფექტური საშუალება, იმპლანტირებადი  კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი — ესაა „ჩაშენებული რეანიმატოლოგი“, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციაში   სიცოცხლის გადარჩენის პროცედურას ავტომატურ რეჟიმში ახორციელებს. თუ ხელსაწყო  გულის რითმულობის უმნიშვნელო დარღვევას აღმოაჩენს, ის იწყებს უმტკივნეულო ელექტრული იმპულსების  გენერირებას. საჭიროებისამებრ,   „ჭკვიანი აპარატი“ უფრო მძლავრ  რეჟიმზეც გადადის  და  გულის ჯანსაღ რითმს აღადგენს.

აპარატის სატენდერო  მახასიათებლები  „არითმოლოგთა ასოციაციასთან“ ერთად განისაზღვრა. შედეგად,  დღეს სააგენტო უზრუნველყოფილია აშშ-ის ერთ-ერთი ავტორიტეტული კომპანიის მიერ წარმოებული, მსოფლიოს წამყვან კლინიკებში აპრობირებული  დეფიბრილატორებით, რომლებიც სპეციალისტების დადებითი შეფასებით სარგებლობენ.

აპარატების  რაოდენობა  ბოლო წლების სტატისტიკაზე დაყრდნობით განისაზღვრა.   ერთი წლის მარაგი უკვე სააგენტოს საცავებშია  და ის, საჭიროებისამებრ, სისტემატურად შეივსება. 

კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების ბენეფიცირებისთვის უფასოდ გადაცემის პროექტი მთავრობის 520-ე დადგენილებას  უკავშირდება, რომელიც ჯანდაცვის სექტორის გრძელვადიან განვითარებასა და გაძლიერებაზეა ორიენტირებული.

გატარებულმა ცვლილებებმა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ სხვადასხვა კლინიკაში ამ და სხვა მომსახურებაზე ტარიფების გათანაბრებამ, ბენეფიციართა თანაგადახდის წილი  საგრძნობლად შეამცირა, რაც  მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია. შედეგად, პაციენტის ჯიბიდან გადასახადი კარდიოქირურგიულ მომსახურებაზე, ჯამში,  2,5 მლნ ლარზე მეტით შემცირდა.

მოქალაქეებს კლინიკებისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის შესაბამისად,  მხოლოდ სამედიცინო მომსახურების ღირებულების თანაგადახდა მოუწევთ, რომლის ოდენობა, სოციალური სტატუსის მიხედვით, 0-დან 20 პროცენტამდე განისაზღვრება.

აღნიშნული შეღავათით მთავრობის N165-ე და N218-ე დადგენილებებით  გათვალისიწინებული პირები სარგებლობენ.

ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე ორიენტირებული  მოცემული პროექტის მიზანია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის შესაბამისი საჭიროების მქონე ბენეფიციარებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების ფინანსური  მხარდაჭერა.

Related Posts

გივიმიქანაძე: ,,ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანიდაფინანსებამიიღოს — ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირველი ორი სემესტრი სტუდენტი არაფერს უხდისუნივერსიტეტს, ამ პერიოდში მან თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს და მიიღო სკრედიტი, არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით”
ბლოგი

გივიმიქანაძე: ,,ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანიდაფინანსებამიიღოს — ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირველი ორი სემესტრი სტუდენტი არაფერს უხდისუნივერსიტეტს, ამ პერიოდში მან თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს და მიიღო სკრედიტი, არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით”

3 августа, 2026
შრომის ინსპექციის საინფორმაციო შეხვედრა ტრეფიკინგის დღესთან დაკავშირებით
ბლოგი

შრომის ინსპექციის საინფორმაციო შეხვედრა ტრეფიკინგის დღესთან დაკავშირებით

2 августа, 2026
ბლოგი

26 июля, 2026
ბლოგი

ოჯახის ექიმების უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად რუხში პირველი პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა

24 июля, 2026
„მესხური კვალი“ — შემოქმედებიდან წარმატებულ ბრენდამდე!
ბლოგი

„მესხური კვალი“ — შემოქმედებიდან წარმატებულ ბრენდამდე!

19 июля, 2026
საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლა
ბლოგი

საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლა

12 июля, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ