თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home რეგიონის ამბები

ეკატერინე ტიკარაძემ საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს სხდომა გამართა

Share on FacebookShare on Twitter

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს სხდომა გაიმართა.

საბჭოს წევრებმა სხდომაზე 2021-2025 წლების საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების სტრატეგიის ძირითადი ამოცანები და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. სტრატეგია საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე აღიარებულ პრინციპებთან და ფასეულობებთან მიმართებაში დარგის განვითარების საფუძველია.

ჯანდაცვის სისტემის პრიორიტეტულ მიმართულებებს სწორედ ხარისხიანი სამედიცინო სერვისების განვითარება, დაფინანსების სისტემის გაუმჯობესება, პირველადი ჯანდაცვის და სახელმწიფო სექტორის გაძლიერება წარმოადგენს.

ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა ევროკავშირის „საჯარო მმართველობის რეფორმის“ პროექტის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომელიც მარტის ბოლომდე დასრულდება.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარება წარმოადგენს და ეს არის გამოწვევა.

„პირველადი ჯანდაცვა სამედიცინო სერვისების და ხელმისაწვდომობის სწორი განვითარების საწყისი და საფუძველია. მას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც სწორი დანახარჯების და ინვესტიციის კუთხით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სწორედ პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარება წარმოადგენს და ეს ჩვენი გამოწვევაა. ჯანდაცვის სექტორის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში ევროკავშირის ჩართულობა და მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. სწორედ მათ გამოცდილებაზე დაყრდნობით უფრო ეფექტურად და შემჭიდროვებულ ვადებში შევძლებთ იმ ხარისხიანი და სწორი რეფორმის გატარებას, რომელსაც დღეს საქართველოს  ჯანდაცვის სისტემა საჭიროებს.“ — განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

თამარ გაბუნიას თქმით, მნიშვნელოვანია,  ჯანდაცვის სისტემის განვითარების სტრატეგიული ამოცანების და ღონისძიებების სწორად დაგეგმვა, რომელიც დასაბუთებულ რეკომენდაციებს უნდა ემყარებოდეს.

„ჯანდაცვის სამინისტრო  ევროკავშირის დახმარებით  ჯანდაცვის სექტორის განვითარების 2021-2025 წლების სტრატეგიაზე მუშაობს. უნდა ჩამოყალიბდეს მკაფიო სტრატეგიული ჩარჩო, რაც ქვეყანას უნივერსალური ხელმისაწვდომობის მიზნებამდე მიიყვანს. 2030 წელი არის მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების წელი. მნიშვნელოვანია, სტრატეგიული ამოცანები და ღონისძიებები დაიგეგმოს სწორად და ემყარებოდეს  დასაბუთებულ რეკომენდაციებს. საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს შეხვედრაზე სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები  — ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ეფექტურობის გაუმჯობესების საკითხები განვიხილეთ. მარტის ბოლომდე სამინისტრო დეტალურ დისკუსიებს გააგრძელებს სელექტიური კონტრაქტირების, პირველადი ჯანდაცვის განვითარების, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების, ასევე ფინანსური დაცვის გაუმჯობესების თაობაზე, რაც საშუალებას მოგვცემს ჩამოვაყალიბოთ გამართული სტრატეგიის დოკუმენტი.“ — განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

ევროკავშირის „საჯარო მმართველობის რეფორმის პროექტის“ ჯანდაცვის ექსპერტის ლაიოშ კოვაჩის თქმით, ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების სტრატეგის მთავარ მიმართულებას ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ასევე ჯიბიდან დანახარჯების შემცირება წარმოადგენს.

 „ჯანდაცვის სამინისტრომ ერთი წლის წინ დაიწყო ჯანდაცვის ეროვნული სტრატეგიის შემუშავება. სამწუხაროდ, კოვიდ-19-მა ზეგავლენა მოახდინა პროცესის დასრულების ვადებზე. ევროკავშირი დახმარებას უწევს სამინისტროს სტრატეგიის შემუშავების პროცესში. უკვე ჩამოყალიბებულია ძირითადი პრიორიტეტები და მიზნები. ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების სტრატეგის მთავარ მიმართულებას ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ასევე ჯიბიდან დანახარჯების შემცირება წარმოადგენს.“ — განაცხადა ევროკავშირის „საჯარო მმართველობის რეფორმის პროექტის“ ჯანდაცვის ექსპერტმა ლაიოშ კოვაჩმა.

2021-2025 წლების ჯანდაცვის სისტემის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა მაისის თვეში დასრულდება.

Related Posts

გივი მიქანაძე: „სასკოლო საზოგადოებასთან, მათ შორის მშობლებთან, შეხვედრები  და პროცესებში მათი ჩართულობა რეფორმის წარმატებით განხორციელების მყარ წინაპირობას ქმნის“
ბლოგი

გივი მიქანაძე: „სასკოლო საზოგადოებასთან, მათ შორის მშობლებთან, შეხვედრები  და პროცესებში მათი ჩართულობა რეფორმის წარმატებით განხორციელების მყარ წინაპირობას ქმნის“

28 февраля, 2026
მიხეილ სარჯველაძემ, სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმების პროცესთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა
ბიზნესი

მიხეილ სარჯველაძემ, სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმების პროცესთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა

25 февраля, 2026
მიხეილ სარჯველაძე — „ფსიქოტროპული მედიკამენტის ფასი 12-ჯერ შემცირდა, საქმე გვაქვს ფასის კლებასთან და არა ხარისხის“
ბლოგი

მიხეილ სარჯველაძე — „ფსიქოტროპული მედიკამენტის ფასი 12-ჯერ შემცირდა, საქმე გვაქვს ფასის კლებასთან და არა ხარისხის“

4 февраля, 2026
ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი თსუ-ის წარმომადგენლებთან განიხილა
ბლოგი

ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი თსუ-ის წარმომადგენლებთან განიხილა

3 февраля, 2026
Apple TV-ის სერიალის, DROPS OF GOD-ის მეორე სეზონი მილიონობით მაყურებელს საქართველოს ღვინის კულტურას და გასტრონომიას გააცნობს
ბლოგი

Apple TV-ის სერიალის, DROPS OF GOD-ის მეორე სეზონი მილიონობით მაყურებელს საქართველოს ღვინის კულტურას და გასტრონომიას გააცნობს

22 января, 2026
ბლოგი

გივი მიქანაძემ თბილისის სკოლების მასწავლებლებს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო

17 января, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ