თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home რეგიონის ამბები

ნეძვის აღკვეთილში ახალი ეკოტურისტული ბილიკი ერთმანეთთან დააკავშირებს კურორტ ახალდაბას, მთა დიდ ქართას, მთა შუანოს და სოფელ ნეძვს

Share on FacebookShare on Twitter

ბორჯომ—ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილში ახალი ეკოტურისტული ბილიკი გაიხსნა. ბილიკის მოსაწყობი სამუშაოები 2020 წელს დაიწყო და ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოეწყო 13 კმ სიგრძის ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 19 კმ სიგრძის ბილიკს.

 ,,ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების ნეძვის აღკვეთილში ახალი საინტერესო საფეხმავლო ბილიკი მოეწყო, რომელიც ზღვის დონიდან ორი ათას მეტრზეა და დააინტერესებს ბევრ ვიზიტორს, ვისაც ეკოტურიზმი და ჩვენი ქვეყნის სილამაზის ხილვა სურს. 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, დაცულ ტერიტორიებზე რეაბილიტაცია 200 კილომეტრის სიგრძის ეკოტურისტულ ბილიკებს ჩაუტარდა. სამინისტრო მიმდინარე წელსაც მუშაობს ბილიკების რეაბილიტაციასა და ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მომავალი სამი წლის განმავლობაში კი, დაცულ ტერიტორიებზე, 1200 კილომეტრის სიგრძის ეკოტურისტული ბილიკის რეაბილიტაცია გვაქვს დაგეგმილი», — განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

►  ეროვნული რეგლამენტის შესაბამისად მარკირებული, წრიული, პანორამული ბილიკი ერთმანეთთან კურორტ ახალდაბას, მთა დიდ ქართას, მთა შუანოს და სოფელ ნეძვს აკავშირებს. ბილიკი საშუალო სირთულისაა და მისი დალაშქვრა როგორც ფეხით, ისე ცხენითაა შესაძლებელი. ბილიკის გასწვრივ განთავსდა მანიშნებლები, მოეწყო ფანჩატური, საკემპინგე თავისი საჭირო ინფრასტრუქტურით (სველი წერტილები, საცეცხლური), მთა შუანოსთან კი, 12 ვიზიტორზე გათვლილი ტურისტული კოტეჯი.

 ,,ნებისმიერ ადამიანს, ვინც მოახერხებს, ამ ულამაზეს ბუნებაში აღმოჩნდეს, აღტაცებაში მოიყვანს ეს საოცარი, ხელშეუხებელი ბუნება და სუფთა ჰაერი. ვფიქრობ, ნეძვის ბილიკს, რომელიც გავხსენით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად, ძალიან კარგი პოტენციალი აქვს როგორც ეკოტურიზმის განვითარებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით», — აღნიშნა UNDP-ისმოქმედმახელმძღვანელმა, ანნაჩერნიშოვამ.

►  კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელი დირექტორის, თობიას მიუნხმაიერის განცხადებით, პროექტის, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით  განხორციელდა, მიზანი ტურისტების მოზიდვა და სამუშაო პერსპექტივების შექმნაა; ის, ერთდროულად, ეკოტურისტული და სოციალური განვითარების შესაძლებლობას იძლევა.

► ნეძვის ბილიკის მოწყობა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით “დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაუმჯობესება” პროექტის ფარგლებში, ასევე კავკასიის ბუნების ფონდის (CNF)და ფონდი Gლობალ ჩონსერვატიონ-ის მხარდაჭერით განხორციელდა და ჯამში 288 500 ლარის ინვესტიცია დაიხარჯა.

►  ახალი ეკოტურისტული ბილიკი, თანმდევი ინფრასტრუქტურით, კიდევ უფრო პოპულარულს გახდის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს და მეტ ვიზიტორს მოიზიდავს.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სხვადასხვა სირთულისა და ხანგრძლივობის 18 ეკოტურისტული ბილიკია, საიდანაც 12 საერთაშორისო სტანდარტით მოწყობილი და მარკირებულია, 6 ბილიკის მოსაწყობი სამუშაოები კი, დასრულების ეტაპზეა.

ამ ეკოტურისტული ბილიკის სრული აღწერა შეგიძლიათ, ნახოთ ამ ლინკზე: 

https://apa.gov.ge/ge/eco-tourism/Trails/bordjom-xaragaulis-turistuli-bilikebi-satesto/13-nedzvis-biliki/nedzvis-biliki.page?fbclid=IwAR1zNelsyJM7Q1ssM0WLe6w2muNd3BEm_esCZWVKrXZCezprBQTGClPsO3A

Related Posts

ფოთლების დაწვა სახიფათო და დასჯადია
ბლოგი

ფოთლების დაწვა სახიფათო და დასჯადია

18 октября, 2025
კენჭისყრის პროცესი დასრულდა
ბლოგი

კენჭისყრის პროცესი დასრულდა

4 октября, 2025
ცესკოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა
ბლოგი

ცესკოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა

4 октября, 2025
ცესკოს განცხადება მიმდინარე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
ბლოგი

ცესკოს განცხადება მიმდინარე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

4 октября, 2025
ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ
ბლოგი

ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ

4 октября, 2025
საინფორმაციო ბრიფინგი
ბლოგი

საინფორმაციო ბრიფინგი

4 октября, 2025
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ