თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home Uncategorized

სახალხო დამცველის ბრიფინგი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

სახალხო დამცველის ბრიფინგი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით
Share on FacebookShare on Twitter

2024 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას 76 წელი შეუსრულდა. ამ დღეს განსაკუთრებული ისტორიული ღირებულება აქვს და სათავეს იღებს 1948 წლის 10 დეკემბრიდან, როდესაც გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია დაამტკიცა. ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აქტის მიღებიდან 76 წლის შემდეგაც საქართველო,  გამოწვევის წინაშე დგას, რათა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები თითოეული ინდივიდისთვის თანაბრად, თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებით იყოს დაცული და ხელმისაწვდომი.

ტრადიციულად, სახალხო დამცველი სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილი განცხადებით ხაზს უსვამს ყველა იმ ძირითად გამოწვევას, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით არსებობს. თუმცა წელს სხვადასხვა საკითხის შეფასების ნაცვლად, გადავწყვიტე იმ მთავარ და მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილო ყურადღება და გამოვეხმაურო, რაც ყველაზე მწვავეა.

28 ნოემბრიდან მოყოლებული, საქართველოს სახალხო დამცველის  ინსტიტუტი აქტიურად ზედამხედველობს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაფასებთ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას.

როგორც უკვე არაერთ ჩემს შეფასებაშია აღნიშნული, გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებებია, რაც უნდა იქნას დაცული. თუმცა, ყველანი ვხედავთ, რომ შეკრების უფლების დაცვის კუთხით მთავარი გამოწვევა რაც ამ აქციებზე გამოვლინდა, არის, რომ მონაწილეთა მცირე ჯგუფის მიერ კანონდარღვევის ჩადენის საპასუხოდ ინდივიდუალური და პროპორციული ღონისძიებების გატარების ნაცვლად, სახელმწიფო და ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო მთლიანი შეკრებების დაშლაზე იღებს გადაწყვეტილებებს. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს — მსგავს შემთხვევებში გამოიჩინოს განსაკუთრებული ძალისხმევა და ინდივიდუალური, პროპორციული რეაგირებების განხორციელებით უპასუხოს ცალკეული პირების კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებს.

შემდეგი საკითხი, რაც არაერთხელ შევაფასე, ეხება უშუალოდ დაშლის დაწყების შემდეგ ცალკეული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევებს, რაზეც აუცილებელია ჩატარდეს დროული და ობიექტური გამოძიება, რათა დაუსჯელობის სინდრომმა არ წაახალისოს კანონდარღვევები და კიდევ უფრო მძიმე შედეგები არ გამოიწვიოს.

უშუალოდ მე და ჩემმა რწმუნებულებმა 28 ნოემბრის შემდეგ დაკავებული და დაშავებული პირების მოსანახულებლად განვახორციელეთ ვიზიტები:

28 ნოემბრიდან — 10 დეკემბრის ჩათვლით მოვინახულეთ 327 აქციაზე დაკავებული და დაშავებული პირი.

მათგან, არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს — 225 პირი.

ხილული დაზიანება აღენიშნება — 157 პირს.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს — მოახდინოს შესაბამისად სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია, რომ 9 დეკემბერი არის ადამიანის უფლებათა დამცველების დღე. უფლებადამცველებს მიეკუთვნებიან ჟურნალისტებიც და წელს განსაკუთრებულად მათზე მინდა ხაზგასმა. მიმდინარე პერიოდში სამწუხაროდ, არაერთი ჟურნალისტი თუ მედიის წარმომადგენელი დაშავდა, რამდენიმე მათგანი ჯერ კიდევ სამედიცინო დაწესებულებაშია, მათ საქმიანობის განხორციელებაში შეეშალათ ხელი და მათ ფიზიკურ უსაფრთხოებას და სიცოცხლეს შეექმნა საფრთხე. კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ საჭიროა ყოველი ეს შემთხვევა იქნას გამოძიებული და შესაბამისი პირები მიეცნენ პასუხისგებაში და სახელმწიფომ უზრუნველყოს ჟურნალისტების საქმიანობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. ჩემი მხრიდან კი კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენგანს, ჟურნალისტს და ოპერატორს მადლობას გიხდით გაწეული საქმიანობისთვის.

და ბოლოს ადამიანის უფლებების დაცვასა თუ თითოეული ადამიანის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო და შესაბამისი ინსტიტუტები; დაუშვებელია ქუჩებში გაურკვეველი დაჯგუფებების მხრიდან ადამიანებთან ფიზიკური ანგარიშსწორება ან ასეთი დაჯგუფებების შექმნა ვითომ საზოგადოებრივი წესრიგის თუ მოქალაქეების დაცვის მიზნით. სახელმწიფო ვალდებულია მოახდინოს აღნიშნულზე რეაგირება და არ დაუშვას ინდივიდებს შორის ფიზიკური თუ სხვა სახის დაპირისპირებები და ადამიანის უფლებების დარღვევა.

Related Posts

საარჩევნო ადმინისტრაცია ჩართულ მხარეებს საარჩევნო უბნებზე დაკვირვებისა და ფოტო-ვიდეო გადაღების რეგულაციებს შეახსენებს
Uncategorized

საარჩევნო ადმინისტრაცია ჩართულ მხარეებს საარჩევნო უბნებზე დაკვირვებისა და ფოტო-ვიდეო გადაღების რეგულაციებს შეახსენებს

3 октября, 2025
გივი მიქანაძე: „გვსურს გამოვხატოთ სითბო, გამორჩეული დამოკიდებულება და პატივისცემა ჩვენი მასწავლებლების მიმართ  – რეგიონებში პედაგოგთა დაჯილდოება სწორედ ამ მიზანს ემსახურება“
Uncategorized

გივი მიქანაძე: „გვსურს გამოვხატოთ სითბო, გამორჩეული დამოკიდებულება და პატივისცემა ჩვენი მასწავლებლების მიმართ  – რეგიონებში პედაგოგთა დაჯილდოება სწორედ ამ მიზანს ემსახურება“

17 сентября, 2025
ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
Uncategorized

ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო

17 сентября, 2025
ცესკოს თავმჯდომარე საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს
Uncategorized

ცესკოს თავმჯდომარე საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს

13 сентября, 2025
ვაზისა და ღვინის მკვლევარი გიორგი ბარისაშვილი რთველის დაწყებას ულოცავს სრულიად საქართველოს
Uncategorized

ვაზისა და ღვინის მკვლევარი გიორგი ბარისაშვილი რთველის დაწყებას ულოცავს სრულიად საქართველოს

3 сентября, 2025
ლევან მეხუზლა: „საქართველომ ოფიციალურად წარადგინა განაცხადი, რომ 2027 წელს გახდეს OIV-ის კონგრესის მასპინძელი ქვეყანა“
Uncategorized

ლევან მეხუზლა: „საქართველომ ოფიციალურად წარადგინა განაცხადი, რომ 2027 წელს გახდეს OIV-ის კონგრესის მასპინძელი ქვეყანა“

25 июня, 2025
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ