tbilisipress.ge
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress.ge
No Result
View All Result
Home Uncategorized

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ევროპასთან ინტეგრაციისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ანგარიში წარადგინა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ევროპასთან ინტეგრაციისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ანგარიში წარადგინა
Share on FacebookShare on Twitter

მიხეილ სარჯველაძემ, ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების შესახებ ისაუბრა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფომ უკანასკნელი წლების განმავლობაში რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა როგორც შრომის უფლებების დაცვის, ისე დასაქმების ხელშეწყობის კუთხით. შეიქმნა შრომის ინსპექციის სამსახური და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო.

„ამ რეფორმების განხორციელება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო ევროინტეგრაციისაკენ, რაზეც მუშაობასაც დღესაც აგრძელებს ქვეყანა, რათა უფრო მეტად დახვეწოს აღნიშნული სისტემები და კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდეს ევროპულ სტანდარტს,“ — განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. 

მინისტრმა, ბოლო პერიოდში, გატარებულ კონკრეტულ რეფორმებსა და ცვლილებებზეც ისაუბრა. აღნიშნა, რომ ხელი მოეწერა „ქვეყნის ღირსეული შრომის პროგრამას“  (Country Decent Work Programme) სამინისტროს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასა და სამმხრივ პარტნიორებს შორის, რომელიც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებისა და ევროპული სტანდარტების დანერგვისაკენ;  შეიქმნა დასაქმების ხელშეწყობისა და შრომის პოლიტიკის 2025-2029 წლების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა (2025 – 2027); 2023 წლიდან, მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში, დაიწყო შრომის ბაზრის მართვის ახალი ელექტრონული სისტემის განვითარება — „Worknet“, რომლის ძირითადი მოდულები 2025 წლიდან პილოტურ რეჟიმში ამუშავდება; შეიქმნა შრომითი მიგრაციის (ემიგრაცია/იმიგრაცია) რეგულირების, მონიტორინგისა და აღსრულების ახალი მექანიზმები.

მინისტრმა სოციალური პოლიტიკის მიმართულებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გრძელდება მუშაობა, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის საკითხზე, რაზეც სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს; დასრულდა მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატის დეინსტიტუციონალიზაცია — პანსიონატის ბენეფიციარები, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განაგრძობენ ცხოვრებას; ხანდაზმულთა და შშმ პირთა ინსტიტუციონალიზაციის პრევენციის, ოჯახის მხარდაჭერისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნა პერსონალური ასისტენტისა და შინმოვლის მომსახურებები, რომლის დანერგვა სამინისტრომ დაიწყო, გეოგრაფიული გაფართოების მიზნით კი მოხდა პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის სერვისის მუნიციპალიტეტებისათვის დელეგირება. მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია მუნიციპალიტეტებთან იმისათვის რომ სწორად ფუნქციონირებდეს პროგრამა.

სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სარჯველაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იძულებით გადაადგილებულ პირებზე და აღნიშნა, რომ 2024 წელს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფილ იქნა 2 022 დევნილი ოჯახი; საკუთრებაში დაუკანონდათ 351 საცხოვრებელი ფართი; საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, 70-ზე მეტ ობიექტში ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები; 20 600-ზე მეტ პირს გაეწია გადაუდებელი ერთჯერადი ფულადი დახმარება; დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფილ იქნა 1 176 ოჯახი.

Related Posts

კახეთში ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
Uncategorized

კახეთში ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

19 мая, 2025
საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ინიციატივით მსოფლიო კალენდარში ქვევრის საერთაშორისო დღე დაწესდა
Uncategorized

საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ინიციატივით მსოფლიო კალენდარში ქვევრის საერთაშორისო დღე დაწესდა

28 апреля, 2025
ალექსანდრე წულაძე: „აქამდე არსებულ და მიმდინარე არც ერთ პროექტს საფრთხე არ ემუქრება, მათ შორის, არც DAAD-ის პროგრამას“
Uncategorized

ალექსანდრე წულაძე: „აქამდე არსებულ და მიმდინარე არც ერთ პროექტს საფრთხე არ ემუქრება, მათ შორის, არც DAAD-ის პროგრამას“

27 февраля, 2025
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
Uncategorized

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა

15 февраля, 2025
ცესკო პოლიტიკურ პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პროცედურებს შეახსენებს
Uncategorized

ცესკო პოლიტიკურ პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პროცედურებს შეახსენებს

24 января, 2025
სახალხო დამცველის ბრიფინგი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით
Uncategorized

სახალხო დამცველის ბრიფინგი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

10 декабря, 2024
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ