თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home რეგიონის ამბები

Share on FacebookShare on Twitter

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე გორის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებას (თავშესაფარს) ესტუმრა, მოინახულა განახლებული ინფრასტრუქტურა და ჩატარებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად ფონდი Human Doc — მა პროექტის „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და მოძალადეთა თერაპიის სისტემის მხარდაჭერა საქართველოში“ გორის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის) შენობის სარემონტო და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები დაასრულა.

 ოფიციალურ გახსნას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, ფონდი Human Doc — ის პროგრამების დირექტორი მეგი ბიბილური დაესწრნენ.

განხორციელებული სამუშაოების შედეგად გარემონტდა და მოეწყო თავშესაფრის ეზო, მთლიანი გალავანი, ეზოს შესასვლელი კარი. დაცული და კონფიდენციალურია ბენეფიციარების უსაფრთხოება. სრულად მოეწყო და აღიჭურვა ინვენტარით მისაღები ოთახი, სამზარეულო, ფსიქოლოგის და იურისტის ოთახი. პროექტის შედეგად განხორციელებული სამუშაოების შემდეგ თავშესაფრის თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ კომფორტულ გარემოში მუშაობის, ბენეფიციარებისთვის მოწყობილი სივრცე ადაპტირებულია და აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

პროექტი „ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სისტემის ხელშეწყობა და ძალადობის მსხვერპლთა დაცვა საქართველოში“ მეგობრობის ხიდი „ქართლოსთან“ ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდა. იგი დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.

„სახელმწიფო მუდამ ზრუნავს ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციაზე და მათთვის ოჯახური გარემოს შექმნაზე, სწორედ ფონდი Human Doc-ის მხარდაჭერითა და ხელშეწყობით შესაძლებელი გახდა გორის თავშესაფრის ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და მათი შვილებისთვის საცხოვრებელი გარემოს განახლება და კეთილმოწყობა, რაც ჩვენი ბენეფიციარებისთვის უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანია“, — განაცხადა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა. მერი მაღლაფერიძემ სტუმრებს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

ფონდი Human Doc — ის პროგრამების დირექტორის მეგი ბიბილურის თქმით, ფონდი Human Doc საქართველოში უკვე ხუთი წელია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან და სხვა პარტნიორებთან იმისათვის, რომ საქართველოში მოგვარდეს ოჯახში ძალადობის მიმართულებით მნიშვნელოვანი პრობლემები და დაცული იყოს ბავშვთა და ქალთა უფლებები.

„გორის მერიამ მხარი დაუჭირა ფონდს პროექტის განხორციელებაში, რომელიც მიმართულია საქართველოში ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და მსხვერპლთა დაცვის სისტემის მხარდაჭერისკენ“, — განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა. გორის მერმა მადლობა გადაუხადა ფონდს აღნიშნული ინიციატივისა და პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.

Related Posts

„ოენო“-ს ახალი კონკურსი: „იშვიათი ჯიში, იშვიათი ღვინო“ (Rare Vine & Wine) — მივიწყებული გემოების აღორძინება და საერთაშორისო შანსი
ბლოგი

„ოენო“-ს ახალი კონკურსი: „იშვიათი ჯიში, იშვიათი ღვინო“ (Rare Vine & Wine) — მივიწყებული გემოების აღორძინება და საერთაშორისო შანსი

21 ноября, 2026
საავტომობილო საწვავის 111 სინჯიდან დარღვევა მხოლოდ 14-ში გამოვლინდა
ბიზნესი

საავტომობილო საწვავის 111 სინჯიდან დარღვევა მხოლოდ 14-ში გამოვლინდა

18 ноября, 2026
საქართველოს პარლამენტში 2023-2026 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღება გაიმართა
გაზეთი

საქართველოს პარლამენტში 2023-2026 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღება გაიმართა

16 ноября, 2026
გივი  მიქანაძე პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის დირექტორს შეხვდა
განათლება

გივი  მიქანაძე პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის დირექტორს შეხვდა

16 ноября, 2026
ხაშურის მერი პაატა ჩადუნელი: “არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია”
ბლოგი

ხაშურის მერი პაატა ჩადუნელი: “არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია”

10 ноября, 2026
ხელოვანი ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ახალციხის ციხეზე — პროექტის „მესხური კვალი: ქალთა შემოქმედებითი ინიციატივა“ დასკვნითი ეტაპი
ბიზნესი

ხელოვანი ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ახალციხის ციხეზე — პროექტის „მესხური კვალი: ქალთა შემოქმედებითი ინიციატივა“ დასკვნითი ეტაპი

6 ноября, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ