თბილისიpress
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • კატეგორიები
    • ინტერვიუ
    • მეცნიერება
    • კულტურა
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • ღვინის კულტურა
    • ტერუარი
      • ღვინის რეგიონები
      • ადგილწარმოშობები
      • ღვინის კანონმდებლობა
    • ქვევრის ფილოსოფია
    • ღვინის ადამიანები
    • ღვინის მიმოხილვები
    • ღვინის ისტორია და ტრადიციები
    • ვაზი და მევენახეობა
    • ენოლოგია
    • ქართული ღვინის კომპანიები
    • მსოფლიოს ღვინოები
    • მაღალალკოჰოლური სასმელები
    • ღვინის მაღაზიები
  • სომელიე
    • ღვინის დეგუსტაცია/დაგემოვნება
    • ეტიკეტი
    • სერვირება
    • ღვინისა და კერძის შეხამება
  • ღვინო და გასტრონომია
    • ღვინის ტურიზმი
    • ღვინის გიდი
    • საოჯახო მარნები
    • მოგზაურობა
    • დეგუსტაცია
    • რესტორნები
    • კაფე-ბარები
    • სასტუმროები
  • ბლოგი
    • ბლოგის ავტორი
No Result
View All Result
tbilisipress
No Result
View All Result
Home რეგიონის ამბები

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე საქართველოშია

Share on FacebookShare on Twitter

შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია და საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, მას მიცემული აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ ქვეყანაში იმპორტისა და გამოყენების უფლება.

COVAX პლატფორმიდან საქართველოსთვის „ასტრაზენეკას“ 129 600 დოზა, ხოლო „ფაიზერის“ 29 250 დოზაა გამოყოფილი, რომლის მოწოდება მაისის ბოლომდე დასრულდება.

ვაქცინების მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილების სქემა, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს.

ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროცესში ჩართულია 82 ამცრელი დაწესებულება. 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყება 29 ცენტრში — თბილისსა და ყველა რეგიონულ ცენტრში გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები, რომლებსაც იმუნიზაციის პროცესში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვთ. თბილისში იქნება 10, ქუთაისსა და ბათუმში 4-4, რუსთავსა და ზუგდიდში 2-2, დანარჩენ რეგიონულ ცენტრებში კი თითო ასეთი ცენტრი იქნება.

17 მარტს ამას დაემატება კიდევ 35 დაწესებულება, 19 მარტს კი  23 დაწესებულება. ერთი კვირის თავზე ვაქცინაციის პროცესი გაიშლება ქვეყნის ყველა მუნიციპალურ ცენტრში.

ვაქცინაცია კეთდება ორჯერადად, მეორე აცრა 8-12 კვირის ვადაში კეთდება. აცრილ ადამიანს მიეცემა დამადასტურებელი ცნობა.

სამედიცინო პერსონალი უდიდეს როლს თამაშობს საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვასა და შენარჩუნებაში და ამიტომ მათი დაცვა ვაქცინაციის გზით ქვეყნის პრიორიტეტია.

ეროვნული გეგმის შესაბამისად,  ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება.

ვაქცინების განაწილება და სრულად მიწოდება რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში  მიმდინარე შაბათ-კვირას დასრულდება.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისათვის სარეგისტრაციო სახელმძღვანელო უკვე შეიქმნა, იმუნიზაციისათვის მომზადებულ რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში სამუშაოდ, სადაც აცრების პირველ ეტაპზე ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად შერჩეული პირველი პრიორიტეტული ჯგუფის — ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები დარეგისტრირდებიან.

პირველ ეტაპზე აიცრება ის პერსონალი, რომელთაც COVID-ინფიცირების სტატუსი ბოლო 120 დღის მანძილზე არ აქვთ. ბოლო მონაცემებით ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებულია 64 051 პირი, რომელთაგან აცრას დაქვემდებარებული პირების რაოდენობა 54 000-ს შეადგენს.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაცია — სამედიცინო დაწესებულებაში სასურველი თარიღის, დროის შერჩევა და რიგის დაჯავშნა პერსონალს რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში 13 მარტს, დღის 12:00 საათიდან შეეძლება.

ვაქცინაციის პროცესის დაწყებისათვის სამედიცინო პერსონალის და  პროცესში ჩართული პირების ტრენინგები უკვე დასრულებულია.

საქართველო მზად არის, ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად დაიწყოს.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60%-ია.

აცრა ნებაყოფლობითია.

COVID-19-ით  ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ით  ვაქცინაციას!

Related Posts

გივი მიქანაძე: „სასკოლო საზოგადოებასთან, მათ შორის მშობლებთან, შეხვედრები  და პროცესებში მათი ჩართულობა რეფორმის წარმატებით განხორციელების მყარ წინაპირობას ქმნის“
ბლოგი

გივი მიქანაძე: „სასკოლო საზოგადოებასთან, მათ შორის მშობლებთან, შეხვედრები  და პროცესებში მათი ჩართულობა რეფორმის წარმატებით განხორციელების მყარ წინაპირობას ქმნის“

28 февраля, 2026
მიხეილ სარჯველაძემ, სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმების პროცესთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა
ბიზნესი

მიხეილ სარჯველაძემ, სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმების პროცესთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა

25 февраля, 2026
მიხეილ სარჯველაძე — „ფსიქოტროპული მედიკამენტის ფასი 12-ჯერ შემცირდა, საქმე გვაქვს ფასის კლებასთან და არა ხარისხის“
ბლოგი

მიხეილ სარჯველაძე — „ფსიქოტროპული მედიკამენტის ფასი 12-ჯერ შემცირდა, საქმე გვაქვს ფასის კლებასთან და არა ხარისხის“

4 февраля, 2026
ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი თსუ-ის წარმომადგენლებთან განიხილა
ბლოგი

ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი თსუ-ის წარმომადგენლებთან განიხილა

3 февраля, 2026
Apple TV-ის სერიალის, DROPS OF GOD-ის მეორე სეზონი მილიონობით მაყურებელს საქართველოს ღვინის კულტურას და გასტრონომიას გააცნობს
ბლოგი

Apple TV-ის სერიალის, DROPS OF GOD-ის მეორე სეზონი მილიონობით მაყურებელს საქართველოს ღვინის კულტურას და გასტრონომიას გააცნობს

22 января, 2026
ბლოგი

გივი მიქანაძემ თბილისის სკოლების მასწავლებლებს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო

17 января, 2026
tbilisipress.ge

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

No Result
View All Result
  • About
  • Blog
  • Contact
  • Home 1
  • Home 2
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Sample Page
  • Sample Page
  • გაზეთი
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ