რეგიონის ამბები

თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი ონლაინ ფორმატში იმართება

3-6 ნოემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისის საერთაშორისო სტუდენტურ...

Read more

განცხადება საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარე სამართლებრივ პროცესებთან დაკავშირებით

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ  ბრიფინგი გამართა და საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარე სამართლებრივ პროცესებთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება....

Read more

რას გულისხმობს გეიტსის გეგმა და საიდან მოდის დეზინფორმაცია რნმ ვაქცინის საფრთხის შესახებ?

2020 წლის 1 ნოემბერს ანტივაქსერმა აქტივისტმა შორე შანიძემ თავის ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი, სათაურით “მტრის გეგმები”. პოსტი ამტკიცებს, რომ...

Read more

ბრიტანელი ღვინის პროფესიონალებისთვის ქართული ღვინის ონლაინ ტური გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორმა ბრიტანულმა კომპანიამ "Swril Wine Group" ღვინის პროფესიონალების, იმპორტიორებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის ონლაინ ტურები ჩაატარა....

Read more

4 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს შემდეგ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გორში, გარდაბანში, ფოთსა და მარნეულში...

Read more

ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს

„2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ამომრჩეველზე ძალადობის და დაშინების, სუსის და კრიმინალური სამყაროს კოორდინირებული ზეწოლის, მასშტაბური მოსყიდვის, ადმინისტრაციული...

Read more

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში იმყოფება. კორონავირუსი მისი ოჯახის წევრს დაუდასტურდა. მინისტრს არ აღენიშნება კოვიდ...

Read more

თეატრებისა და კინოთეატრების სრულყოფილად ამოქმედების თარიღი, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით განისაზღვრება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოში თეატრებისა და კინოთეატრების გახსნის ვადა, რომელიც განისაზღვრებოდა 1 ნოემბრით, ...

Read more

კორონავირუსის ეფექტიანად მართვის მიზნით, მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების 1844 მაღალკურსელი უკვე გადამზადებულია

Covid-19-ის ეფექტიანად მართვის მიზნით მედიცინის ფაკულტეტის 1844 მაღალკურსელმა გადამზადების სწრაფი კურსი გაიარა.კორონავირუსის ეფექტიანად მართვის მიზნით, მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების 1844 მაღალკურსელი...

Read more

პრეზიდენტი — საქართველომ შეძლო და ჩაატარა მშვიდობიანი, სამართლიანი, უსაფრთხო, დემოკრატიული არჩევნები

საქართველომ შეძლო და ჩაატარა მშვიდობიანი, სამართლიანი, უსაფრთხო, დემოკრატიული არჩევნები. შეიძლება ითქვას, რომ ევროპული არჩევნები. მიუხედავად ურთულესი და უპრეცედენტო გამოწვევებისა, გუშინდელმა საპარლამენტო არჩევნებმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიულობის და განვითარების გზაზე შეუფერხებელ სვლას აგრძელებს. ჩვენ შევძელით, არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის მაჩვენებლით და მძიმე დარღვევების გარეშე. თითოეულ ამომრჩეველს, პოლიტიკური ნიშნის მიუხედავად, ამისთვის მინდა  ვუთხრა მადლობა, რადგან ეს ყველას გამარჯვებაა! მინდა მადლობა ვუთხრა სამართალდამცველებს, რომლებმაც საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოება უზრუნველყვეს და ყველა საჭირო შემთხვევაში მოახდინეს მყისიერი რეაგირება, რამაც დაიცვა ჩვენი მოქალაქეების არჩევანის თავისუფლება. მადლობას ვუხდი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში მონაწილეობისთვის. ჩვენთვის, და პირადად ჩემთვის, ძალიან საამაყოა მათ მიერ საარჩევნო გარემოსა და პროცესების პოზიტიური შეფასება.   ჩვენ შევძელით, არჩევნების ახალი საარჩევო სისტემის მიხედვით ჩატარება, რომელიც  მეტწილად პროპორციული გახდა. ეს დემოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ხოლო ახალი საარჩევნო კოდექსით, რომელშიც გათვალისწინებულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია, უზრუნველყოფს პარლამენტის უფრო მეტ მრავალპარტიულობას და გაუმჯობესებულ გენდერულ ბალანს. ჩვენ შევძელით, პანდემიის მიუხედავად, ჩაგვეტარებინა უსაფრთხო არჩევნები. ამისი მაგალითი იყო მთელს ქვეყანაში, საარჩევნო უბნებთან მოქალაქეების მოწესრიგებული რიგები, პანდემიამ ვერ შეაშინა ამომრჩეველი, ყველგან იგრძნობოდა სიფრთხილე და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი. მადლობა მინდა  ვუთხრა ცესკოს, მის წევრებს, მის თავმჯდომარეს და ყველა იმ ადამიანს ვინც საარჩევნო ადმინისტრაციაში ურთულესი პანდემიის პირობებში ზრუნავდა არჩევნების უსაფრთხოებასა და სამართლიანობაზე. ჩვენ შევძელით, რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის მიუხედავად, არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩაგვეტარებინა. მშვიდობიანად დამთავრდა საარჩევნო პროცესი იმ რეგიონებში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ სომეხი და აზერბაიჯანული წარმოშობის ჩვენი მოქალაქეები. ეს იმის ნიშანია, რომ ამ ურთულესი და მტკივნეულ კონფლიქტის პირობებში, საქართველო კვლავ არის სტაბილურობის კუნძული და ქვეყანა სადაც კავკასიური თანაცხოვრებისა და ტოლერანტობის ტრადიციები გრძელდება. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევძლებთ პოზიტიური როლის შესრულებას იმისათვის, რომ ჩვენს რეგიონში აღდგეს მშვიდობა, რაც სამივე ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი პირობაა.   და ბოლოს, 31 ოქტომბრის, საპარლამენტო არჩევნებით ქართულმა საზოგადოებამ დაამარცხა ნიჰილიზმი და საკუთარ თავს დაუმტკიცა, რომ პოსტსაბჭოთა ეპოქა საქართველოში სრულდება!

Read more
Page 21 of 38 1 20 21 22 38